ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ჩვენი დროით 21:00 -ზე იუვენტუსი სერია ა-ს მორიგ ტურში სტუმრად ბენევენტოს დაუპირისპირდება.

გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“ბენევენტოსთან მძიმე თამაშს ველი, რადგან მათ ძალიან კარგი სპეციალისტი უდგათ სათავეში.

ფილიპო ინძაგი თავის დროზე დიდ რისკზე წავიდა, როდესაც მილანი ჩაიბარა.. ეს იყო რთული ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე და მის ადგილზე ნებისმიერს გაუჭირდებოდა.

თუმცა, შემდგომ დიდი ნაბიჯი გადადგა უკან, რათა საჭირო გამოცდილება დაეგროვებინა ამ როლში.. სწორედ აქ იწყება მისი წარმატებული გზის დასაწყისი.. მას საკუთარი ხედვა აქვს.. ყველა გუნდს კი განსაკუთრებული ხელწერა.

ბენევენტო საკუთარ ნახევარზე პროდუქტიულად იკეტება და ფორვარდების დახმარებით სწრაფად გადადის კონტრშეტევებზე.. ტაქტიკური ბრძოლა, რომელიც შეცდომის დაშვების უფლებას არ გვაძლევს.. კონცენტრირების დაკარგვა ძვირად დაგვიჯდება.

ამ შეხვედრაში დაცვის ხაზი განსხვავებული მეყოლება, რადგან ალექს სანდრომ ტრავმის შემდეგ ორი შეხვედრა ჩაატარა და გადაღლილია.. საბედნიეროდ ლეონარდო ბონუჩი დაგვიბრუნდა და ამ მხრივ ვარირების საშუალება გვაქვს.

აარონ რემზი ძალიან მომწონს და ჩემთვის სიუპრიზი იყო, ასეთი ჭკვიანი მოთამაშის საქმეში ნახვა, რომელსაც სხვადასხვა როლში პროდუქტიულად შეუძლია თამაში. მას უფრო მეტად ტრეკუარტისტას პოზიციაზე ვხედავ.

მიმდინარე სეზონი ძალზედ რთული დასაგეგმია.. მჭიდრო კალენდარი ტრავმების ალბათობის რისკს უკიდურესად ზრდის.. ეს კი გეგმებზე ზეგავლენას ახდენს და თან ნეგატიური თვალსაზრისით..

ახლა ყველა იმაზე ფიქრობს, თუ რისი დახმარებით შეძლონ ფეხბურთელებისთვის ძალების აღდგენა მოკლე პერიოდში.. ადამიანის ორგანიზმი შეუზღუდავ რესურს არ წარმოადგენს და აქედან გამომდინარე მეტის მოთხოვნა კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს.

სათამაშო სტილი და ტაქტიკა?  განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, თუ რა მხრივ გვესაჭიროება განვითარება. ბევრს ვმუშობთ და ოპტიმისტური განწყობა მაქვს.. ახლოს ვართ მიზანთან, რომელიც საბოლოო ჯამში ყოველ ჩვენთაგანს სასურველ შედეგს მოუტანს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x