ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვრცელი ინტერვიუ ფედერიკო ბერნარდესკისთან

Jtv -თან ამჯერად ფედერიკო ბერნარდესკიმ ისაუბრა, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით:

“მიმდინარე სეზონში სტაბილურობის შენარჩუნება უმთავრესი ამოცანაა და უკანასკნელ ორ შეხვედრაში მიღწეული გამარჯვება ოპტიმისტურ განწობას გვიქმნის.

ორივე დაპირისპირებისას კარგი და შრომატევადი სამუშაო გავწიეთ.. თამაშის ხარისხის კუთხითაც ბევრი ნათელი წერტილი დაფიქსირდა. ასე რომ განწყობა ამაღლებულია.

ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო ეტაპის საგზური გავინაღდეთ, ხოლო სერია ა-ში მკაფიო შეტყობინება გავუგზავნეთ კონკურენტებს. ასე რომ ყველაფერი სწორი კურსით ვითარდება.

ანდრეა პირლოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და საერთოდაც, მწვრთნელს უყვარს საუბარი თითოეულ მოთამაშესთან.. მუდამ მზად არის მოგვისმინოს და დახმარების ხელი გამოგვიწოდოს.. ვფიქრობ, ისეთ გუნდში როგორიც იუვენტუსია, ასეთი რამ მნიშვნელოვანია.

რაც არ უნდა იყოს თავად პირლო ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და მან თითოეული ნიუანი ზედმიწევნით კარგად იცის.. ეს ეხება, როგორც გასახდელს, ასევე მოედანს. 

ჩემი მიზანი? ყოველი ახალი სეზონი არის ცილკის შემადგენელი ნაწილი.. იგი უნდა გაიარო მაღლა აწეული თავით.. ბევრი იშრომო და უკან არასდროს დაიხიო.. ყველანაირ ბარიერს გადალახავ თავდაუზოგავი შრომით.. ჩემი მიზანიც ამაში მდგომარეობს.

იტალიის ეროვნულ გუნდში ყოველთვის წარმატებულად გამოვდიოდი. საერთოდაც აქ მოხვედრა არის დიდი სიამაყის საბაბი.. შენი ვალდებულებაა მაქსიმუმი გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის.

ცალკე აპლოდისმენტებს იმსახურებს რობერტო მანჩინი და მისი სამწვრთნელო შტაბი.. მათ განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს, რისი დახმარებითაც აძურის რიგებში ყოფნა კიდევ უფრო დიდი სიამოვნებაა.

ფედერიკო კიეზას წლებია ვიცნობ და ჩვენ მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით განსხვავდებით. თუმცა, დღეს ჩვენ ორივენი აქ ვართ და ერთადერთი მიზანი რაც გაგვაჩნია, არის ყველაფრის დადება გუნდისთვის და ნაკრებისთვის.

პირველივე დღიდან მის გვერდით ვარ და ვცდილობდი ადაპტაციაში ჩემი წვლილი შემეტანა. დღეს, უკვე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს პერიოდი უკვე მოტოვებულია და კიეზა თავს სრულფასოვან იუვენტინოდ თვლის.

 ბენევენტოსთან სტუმრად თამაში იოლი არ იქნება.. მესმის, რომ საუბარი დიდ გუნდზე არ არის, მაგრამ მათ მკაფიო იდეები აქვთ, რომელსაც მიუყვებიან. თქვენ თავადაც იხილავდით.. ასე რომ სრული კონცენტრირება და იდენტური მიდგომაა საჭირო, რათა ეს წარმატებული გზა გავაგრძელოთ.

იტალიის ჩემპიონატი განსხვავებულია.. საუბარი წლევანდელ სეზონზე მაქვს, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად გიჟურ ტემპში ვითარდება.. მატჩს ფაქტიურად ყოველ მეორე დღეს ვატარებთ და ეს იოლი არავისთვის არის.

წარმოიდგინეთ ისინი რა მდგომარეობაში არიან, რომლებსაც პარალელურად ევროთასებზე უწევთ ბრძოლა.. მუდმივი გადაფრენა, ვარჯიში, თამაში.. ადაპტაციაა საჭირო და ამასთან ერთად ფიზიკური კონდიციების დეტალური კონტროლი.

ფაქტია, თუ ადრე რაღაც ნიუანსებს ამხელა ყურადღებას არ ვაქცევდით, დღევანდელ რეალობაში თითოეული წვრილმანი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. 

დიახ, წელს ბევრი ძლიერი გუნდია, მაგრამ სკუდეტოს ბედი ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია და აქედან გამომდინარე მისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

იტალიის ნაკრებში ის კონკურენცია აღარაა თორე ამას ნაკრებს ვინ ასუნინებდა.ან რეებს ბოდიალობს რა ფეხბურთი ჩვენ ვაჩვენეთ ლიგაზე რო? კლასის ხარჯზე ძლივს მოგებული თამაში.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

სკუდეტო კი არა ლიგა მოიგეთ ბოლოს და ბოლს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x