ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალას სიტუაცია იუვენტუსს პრობლემებს უქმნის

TuttoMercato -ს ინფორმაციის სიტუაცია პაულო დიბალას და იუვენტუსს შორის გაურკვეველი რჩება.

ბოლო ხანებში მხარეებს შორის კონსულტაციაც აღარ შემდგარა, რადგან ბიანკონერი არაფრის დიდებით არ აპირებს მისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას.

ყველაზე დიდ პრობლემას ლა ჯოიას მიერ მოთხოვნილი 15 მილიონი აჩენს.. იუვენტუსის მაქსიმალური წინადადება 9-10 მილიონს არ ცდება და გადაულახავ ხიდად სწორედ ამ გარემოებას ასახელებენ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ კონტრაქტის მიხედვით პაულოს 1 წელი აქვს დარჩენილი, რაც დამატებით სირთულეებს აჩენს..

პირობითად ტურინმა მისი გასხვისება, სულაც ზაფხულში რომ მოინდომოს, ძნელად წარმოსადგენია ისეთი კლუბის მონახვა რომელიც 80 ან 100 მილიონს ასეთ პირობებში გადაიხდის..

ყველა ეცდება ერთი წლით მოცდას და მის უფასოდ გაფორმებას, ან მინიმალური თანხის სანაცვლოდ შეძენას..

ასე რომ პრობლემას გადაჭრა ჭირდება და აქ უკვე დრო იუვენტუსის საწინააღმდეგოდ იწყებს სვლას.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juve2003
Juve2003
3 years ago

გაუშვან

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

10ს თუ თავაზობენ უნდა დათანხმდეს. თუ არადა ეგრე ჯიბრში ჩადგომა და ძალით არ თამაშით თვითონ გამოვა წაგებული.ეხლა თუ თავი ვერ გამოიჩინა არავინ ამას არ იყიდის და თუ იყიდიან კიდე 15 მილიონს ამნაირი თამაშით არავინ არ მოგცემს.მითუმეტეს კორონავირუსის გამო აქეთ დაუკლეს ფეხბურთელებს ხელფასი.1% არ მჯერა რო ამას ფეხბურთი დაავიწყდა ერთი მეორეს ებუტება ეგ პონტია.არაა აუცილებელი იგივე გადაგვხვდეს რო მივხვდეთ მარტივი ლოგიკაა რა.წინა წელსაც ძაან სულელურად დაიწყო და იგივეს აკეთებს ეხლაც.უეჭველი გასაგდებია წესით.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

შეიძლება მართალიც ხარ მეგობარო

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

უკვე გასაშვებია

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x