ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც ტრადიციულად La Stampa -მ გამოაქვეყნა:
შესნი – 6.5 – რამოდენიმე საკმაოდ ავანტურისტული მოქმედება, თუმცა საბოლოო ჯამში კარს საიმედოდ იცავდა. გაშვებულ ბურთში მისი დადანაშაულება რთულია.
კუადრადო – 5.5 – პირველივე წუთებიდან ეტყობოდა, რომ გადაღლილი იყო.. ეს ფაქტია, რადგან კოლუმბიელს საკმაო მატჩები დაუგროვდა შეცვლის გარეშე. უჭირს წინ წასვლა და ძირითადად უკანა ხაზში მოქმედებებით შემოიფარგლებოდა.
დე ლიხტი – 6.5 – შეუცდომელი.. მის ზონაში მეტოქეს კარგს არაფერს აძლევდა.. ჰოლანდიელმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ჩინებულ ფორმაში დაბრუნდა.
დანილო – 6.5 – მეორე მატჩი ცენტრალური მცველის რანგში და ამჯერად საკმაოდ ნაყოფიერია. შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელს მეორე სუნთქვა გაეხსნა.
ფრაბოტა – 6.5 – ახალგაზრდა ფეხბურთელმა კარგი მატჩი ჩაატარა. საიმედოა დაცვაში და მაქსიმალურად ეხმარებოდა გუნდს შემტევ მანევრირებაში.
კიეზა – 6.5 – გიჟურ სიჩქარეზე მოქმედებდა პირველ ნახევარში. გენიალური გადაცემა მორატაზე, რომელიც გოლით დასრულდა.
ბერნარდესკი – 6 – 69 წუთიდან – ქაოტურ პერიოდში შემოვიდა, როდესაც გუნდი თამაშის დალაგებას ცდილობდა. ასწრებს სამ გამჭოლ გადაცემას ფლანგიდან და ერთ-ერთზე დიბალა გოლთან საკმაოდ ახლოს იყო.
არტური – 6 – ბევრი მოძრაობა და ზონებს შორის გადაცემები.. ართმევაზეც კარგია, მაგრამ მისგან გაცილებით მეტს ელიან.
ბენტანკური – 62 წუთიდან – 5.5 – ურუგვაელი ძირითადად საკუთარ ნახევარზე მიმდინარე პროცესებში იღებდა მონაწილეობას..
რაბიო – 6 – ბევრს იბრძვის.. იყო მიკრო შეცდომები, თუმცა მაქსიმალურად ცდილობდა ნახევარდაცვაში საჭირო ცეცხლის დანთებას და ცენტრიდან რაიმე ღირებულის შექმნას. მძიმე მატჩი გამოდგა ბრძოლის და ენერგიის თვალსაზრისით.
რემზი – 5.5 – მისი პოზიცია მოედანზე ბევრ კითხვებს სვამს.. საკმაოდ შორს იყო იმ არეალიდან სადაც უელსელი გაცილებით სახიფათო შეიძლებოდა ყოფილიყო.
კულუსევსკი – 62 წუთიდან – 5.5 – საერთოდ არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია თამაშზე.
დიბალა – 4.5 – ეს იყო შეხვედრა სადაც რონალდუს გარეშე დარჩენილ გუნდს, ესაჭიროებოდა ლიდერი კონკრეტულ ეტაპზე. არგენტინელმა ვერც ამჯერად მოახერხა ამ ფუნქციის შესრულება.. უშვებს ორ იდეალურ მომენტს გოლის გასატანად..
მორატა – 6.5 – მორიგი გოლი.. ბევრი ბრძოლა და დაუღალავად გადაადგილება თავდასხმის მთელს პერიმეტრსა და არა მარტო.. ბოლოს ნერვებს ვერ თოკავს და მსაჯისგან წითელი ბარათით დასაჩუქრდა.
დიბალას საშინელი სეზონი აქვს
რა შეფასებებია ყველა ნოლია დიბალა კი გადებილდა ნამდვილად
მოკლედ დიბალაჯან 15 მილიონი კიარა 2 ლარის პასი არ გაგიკეთებია და ამდენ ჩასვრას უკვე ვეღარ გაპატიებთ.ადე ააცვი!!!