ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხედირა:”გუნდის დახმარება ჯერ კიდევ შემიძლია”

ხედირა:”გუნდის დახმარება ჯერ კიდევ შემიძლია”

სამი ხედირა

სამი ხედირასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშნებია.. თავად გერმანელმაც ვერ შეძლო მათზე პასუხის გაცემა:

“პირდაპირ გეტყვით, რომ კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით არავინ დამკავშირებია.

იანვარში წავალ თუ არა ნამდვილად არ ვიცი.. ამ ეტაპზე საქმე ისე ვითარდება, რომ დიდი ალბათობით ტურინში დავრჩები და გუნდს დავეხმარები. 

მესმის, რომ მოედანზე ეს ძალიან გამიჭირდება, თუმცა საწვრთნელი პროცესის და ბაზის გარეთ ამის გაკეთება ჯერაც შემიძლია. 

ისიც მშვენივრად მესმის, რომ ანდრეა პირლოს საკუთარი ხედვა გააჩნია.. მიუხედავად იმისა, რომ მიჭირს ასე ყოფნა, მის გადაწყვეტილებას პატივისცემით ვხვდები. 

პრემიერ ლიგა? არასდროს დამიმალავს სურვილი ძალების ინგლისში მოსინჯვაზე.. ასე რომ დაველოდოთ მოვლენებს და ერთად ვიხილავთ ყველაფერს.

მთავარია რომ იუვენტუსის ტიფოზებმა დადებითი კუთხით დამიმახსოვრონ.. გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვდებდი და მათ სიყვარულს არასდროს დავივიწყებ.”

6 thoughts on “ხედირა:”გუნდის დახმარება ჯერ კიდევ შემიძლია”

  1. ის ფეხბურთი რაც ამან იუვეში აჩვენა სხვაგან არსად არ უჩვენებია.პროსტა ვერ ვხვდები ასე მოულოდნელად რატო გადამალეს ხედირა მითუმეტეს როდესაც ასე გვიჭირს ნახევარდაცვაში.ახალმა ფეხბურთელებმა ძველები ეტაპობრივად უნდა ჩაანაცვლონ (ხშირ შემთხვევაში ასე ხდება) აქ კიდე ყველაფერი ნააბაროტ ხდება.არ ვიძახი სასწაულიათქო მარა კარში როდის უნდა დაარტყას და პასი როდის უნდა გააკეთოს არცერთმა იუვეს ნახევარმცველმა არ იცის ამაზე უკეთ.დააკვირდით კარში თითქმის არასდროს არ ურტყავენ ნახევარმცველები მითუმეტეს როდესაც ჩაკეტილს გვეთამაშებიან ცოტა შორეულებიც ხოა საჭირო აი ეგ ვერ გავიგე პირლოს დავალებაა თუ თვითონ იჯ….ვავენ.კუთხურებს კიდე ვერასდროს ვერ ისწავლიან!

    1. ვითომ გუნდში გაახალგაზრდავებაზე გააკეთეს აქცენტი და შესაბამისად სწრაფ თამაშზე.

      მაგრამ ეგაა უბედურება ამ ახალგაზრდებსაც რომ ეზარებათ სირბილი და უბურთოდ გადაადგილება. დგანან და ელოდებიან თავიანთ პოზიებზე 1-2 მეტრის რადიუსში როდის მიუვათ ბურთი.

      1. მეც ეგრე მგონია. მოედანზე ისეთი ხალხი დააბოტებს მოედნიდან შევარდნილ ბალეშჩიკებს რო არ აღემატებიან და როგორ დავიჯერო რო ხედირა მაკკინს და სიტუაციაში გაურკვეველ არტურს ვეღარ აჯობებს. პირლო მაგრად ატრაკებს უკვე :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.