როდრიგო დე პაული პაულო დიბალაზე საუბრობს..
როდრიგო დე პაულთან დაკავშირებით ბევრი საუბარი მიდიოდა, თითქოს მისი დამატება იუვენტუსს ძალიან უნდოდა.
თუმცა, თავად ფეხბურთელი სხვა სახის კომენტარს აკეთებს:
“უდინეზედან წასვლა არასდროს მითხოვია და წარმოდგენა არ მაქვს მსგავსი სახის ინფორმაციები რის საფუძველზე ქვეყნდებოდა.
პაულო დიბალა? ფენომენალური ფეხბურთელია და ძალიან კარგი მეგობარი.. მასთან ერთად ნაკრებში 2 დღე გავატარე და ეს საკმარისი იყო ამ ყველაფერში, რომ დავრწმუნებულიყავი.
სამწუხაროა, რომ ახლა მძიმე პერიოდის გავლა უწევს, თუმცა ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და დარწმუნებული ვარ შავ დღეებს მალე დაძლევს.”