ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რავანელი:”დიბალას პრობლემები მის ახალ ფუნქციებს უკავშირდება”

ფაბრიციო რავანელი იუვენტუსში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც წინა ხაზს ეხება:

“ჩემი პირადი მოსაზრებით კრიშტიანო რონალდუს, ალვარო მორატას და პაულო დიბალას შეუძლიათ ერთად ასპარეზობა.

მესმის, რომ ეს არ არის ტრადიციული შემტევი ტრიო, მაგრამ მათი მახასიათებლებიდან გამომდინარე, უდაოდ შეუძლიათ ერთად თანაცხოვრება..

საქმე იმაშა, რომ მათგან ყველაზე მეტად ნახევარდაცვის დახმარება დიბალას მოუწევს.. სწორედ ის იდგება ფორვარდების უკან და აქედან გამომდინარე, უკან ჩამოსვლაც მისი ვალდებულებაა..

ანალოგიური რასაც დეიან კულუსევსკი აკეთებს.. შვედი ასევე ძალიან კარგი დამატებაა და იგი აუცილებლად იტყვის საკუთარ სიტყვას. 

შესაბამისად არგენტინელს რომ დავუბრუნდეთ, მის ფუნქციებში ბევრი ახალი ვალდებულება შევიდა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მეტ დატვირთვას, ტრავმებისკენ მიდრეკილებს, ხოლო ფორმის აღდგენა თავის ლოგიკურ ვადებს..

ბევრი ჩემპიონი ეჯახება ასეთ პრობლემებს და საუბედროდ, უმეტესობა მათგანი რთულად უმკლავდება.. დიბალას ახლა ძალიან ესაჭიროება ერთი აფეთქება, რომ დაძლიოს ეს შავი პერიოდი და მერე ისევ იმას იხილავთ, ვისაც მიჩვეულები ვართ.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

აი კაცი ეგ 3 არის საჭირო თავდასხმაში. ოღონდ დიბალა ნამეტანი ჩამოწეული არ უნდა იყოს თორე სუ დაიკარგება გამოდის რომ ისევ 2 თავდასხმელით ვართ.ნახევარმცველებმაც ხანდახან კარში დაარტყან არ იქნებოდა ცუდი.პროფესორობაში არ მინდა რო ჩამეთვალოს უბრალოდ სხვა გუნდებს რო შევადარო აქ თითქოს ნახევარმცველებს მხოლოდ 1 ფუნქცია აქვთო გეგონება კარში დარტყმა აუკრძალესო :D და პლიუს ნახევარდაცვის განლაგება საერთოდ არ გავს 4 4 2ს.კუადრადო უფრო ჩანს მოედანზე დაცვიდან ვიდრე რომელიმე სხვა ნახევარმცველი.ფრაბოტას და დანილოს ატანა არ მაქ კიდე! :D

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x