ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო დინამოს წინააღმდეგ

ტურინელები ჩემპიონთა ლიგის მეხუთე შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელსაც კიევის დინამოს წინააღმდეგ გამართავენ.

ტუტოსპორტის ცნობით ანდრეა პირლო 4-4-2 სათამაშო სქემით გეგმავს უკრაინელთა წინააღმდეგ ასპარეზობას.

ტურინელთათვის სასიხარულოა ინფორმაცია მერიჰ დემირალთან დაკავშირებით, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და მოედანზე გამოსასვლელად მზად არის.

კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე სწორედ თურქს განიხილავენ.. ცენტრალურ ზონაში მატეის დე ლიხტს ლეონარდო ბონუჩი შეუწყვილდება.. მარცხენა ფრთაზე ალექს სანდროს უნდა ველოდოთ.

ნახევარდაცვაში მარჯვენა ფლანგზე ფედერიკო ბერნარდესკი, ხოლო საპირისპიროზე აარონ რემზი გაირჯება. ცენტრში როდრიგო ბენტანკურს ამერიკელი უინსტონ მაკინი შეუწყვილდება.

თავდასხმის ხაზში ალვარო მორატას და კრიშტიანო რონალდუს უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ ესპანელს სერია ა-ში ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.. სწორედ ამის გამო მოიაზრება იგი სასტარტოში სხვა ყველაფერთან ერთად..

პირდაპირი ტრანსლაციის ბმული ტრადიციულად მატჩის დაწყებამდე ცოტახნით ადრე გამოქვეყნდება ჩვენს საიტზე.

6 thoughts on “იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო დინამოს წინააღმდეგ

  1. სამწუხაროდ სილქ ერთზე ვუყურე ცოცხალს მთლიანად თამაში არ მინახია მარა მერე ვნახავ ვერ ვიტან კომპიუტერში საიტებით ყურებას

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.