დემირალი ისევ ტრავმირებულია
ტურინელთა საკადრო პრობლემებს ბოლო არ უჩანს.
რომეო აგრესტის მტკიცებით მერიჰ დემირალმა კიდევ ერთი ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით 10 დღით იუქმებს.
თურქმა ტრავმა სულ ცოტახნის წინ მოიშუშა და კიევის დინამოსთან შეხვედრაში მონაწილეობაც მიიღო, თუმცა როგორც ჩანს დაბრუნება ნაადრევი იყო.
იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით მერიჰს იდენტური ტრავმა აქვს.. უკანახაზელს პრობლემა კუნთებზე აქვს, რის გამოც გარკვეული პერიოდი გაუცდება.
ამ ეტაპზე ლაზარეთში რჩება ჯორჯო კიელინიც..