ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

ტრადიციულად მატჩის დასრულების შემდეგ, გთავაზობთ გამომცემლობა La Stampa -ს მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

შესნი – 7 – ამ შეხვედრაში ცენტრალური მცველების რიგი შეცდომების გამო, უფრო მეტად მოუხდა თამაში ჩართვა. პოლონელი ამ გამოწვევისთვის სრულ მზადყოფნაში აღმოჩნდა და უშეცდომოდ ირჯებოდა.

დემირალი – 6 – თავის დროზე ანდრეა ბარძალის იდენტურ როლში ირჯებოდა დაცვის ფლანგზე.. საიმედოა და შეტევაშიც გარკვეულ ვარიანტებს თავაზობდა პარტნიორებს.

დრაგუსინი – 69 წუთიდან – 6 – დებიუტი კარგი გამოდგა და ახლა ყველაფერი მის ხელშია.

ბონუჩი – 5.5 – დაბრუნება წარმატებული ნამდვილად არ გამომდგარა. რიგი პოზიციური შეცდომები გამოცდილი მცველის მხრიდან.

დე ლიხტი – 5.5 – ბონუჩის მსგავსად, ამ შეხვედრაში ყველასათვის გასაკვირად ჰოლანდიელმაც დაუშვა რამდენიმე შეცდომა, რითაც პოლონელი კარის დარაჯი არაერთხელ ჩააგდო პრობლემატურ ვითარებაში.

ალექს სანდრო – 7 – მისი ასეთი ჩაწოდებები გუნდს დიდი ხნის მანძილზე აკლდა. საიმედოა უკანახაზშიც და ეფექტურია შეტევაში.. მის ჩაწოდებას მოყვა ფედერიკო კიეზას თავური გოლი.

რემზი – 5.5 – როგორც ყოველთვის ტაქტიკური ელემენტების შესრულება. პირლოს გუნდს უფრო მეტად ამ შეხვედრაში დაცვით ფუნქციებში ეხმარება.

ბერნარდესკი – 62 წუთიდან – 6.5 – კარგად ერთვები თამაში.. რამდენიმე ჭკვიანური მოქმედება და შეტევაში მეტი ფანტაზიის შეტანა. სწორი განწყობა სახეზეა.

კიეზა – 8 – გოლი რომლისკენაც დიდი ხანი მიდიოდა.. ამასთანავე იღებს აქტიურ მონაწილეობას კრიშტიანო რონალდუს და ალვარო მორატას გოლებშიც. აქტიურია და მუდამ მზად არის ხიფათის შესაქმნელად.

კულუსევსკი – 76 წუთიდან – 5.5 – სურვილი კი დიდი ქონდა, მაგრამ არაფერი არ გამოსდიოდა.. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დროც ძალიან ცოტა ქონდა.

მაკინი – 7 – კარგი შეხვედრა ამერიკელის შესრულებით, რომელიც შავი სამუშაოს გარდა, შემტევ მანევრირებებშიც საინტერესო მონაწილეობას ღებულობდა.. არამარტო ღებულობდა, არამედ თავადაც საინტერესო იდეებით გამოირჩეოდა.

ბენტანკური – 6.5 – მიუხედავად იმისა, რომ მაინც და მაინც მაღალ სიჩქარეზე არ მოქმედებდა, საკმაოდ კარგად ხელმძღვანელობდა საკუთარი გუნდის თამაშს.. სწორი თაიმინგი, რითაც გუნდი ეფექტურად გადადიოდა დაცვიდან შეტევაში.

არტური – 76 წუთიდან – 5.5 – ვერ მოუტანა გუნდს საჭირო სოლოდურობა მატჩის მიწურულს.

მორატა – 6.5 – სტაბილურობა და ეფექტურობა.. დიახ, ამ ორ მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებს.. ჩემპიონთა ლიგაზე საოცარ შედეგიანობას ამ მატჩშიც აგრძელებს. გოლთან ერთად კარგ სამუშაოს ასრულებს გუნდისთვის!

რონალდუ – 7 – დაბრუნდა და იუვენტუსი შესაბამისად გამარჯვებას დაუბრუნდა. თავდაპირველად არ უმართლებს, როდესაც ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა საკუთარ შანს მაინც იყენებს და ისტორიულ 750 -ე გოლს იფორმებს კარიერაში.

პირლო – 6.5 – განსხვავებული იუვენტუსი.. ორ ისეთ მოთამაშეს ასვენებს, რომლებსაც ყველაზე მეტი მატჩი ქონდათ ჩატარებული, მაგრამ მაინც იმარჯვებს. არის კითხვის ნიშნები დაცვაში თამაშზე და ასე შემდეგ, მაგრამ ამ დაპირისპირებაში მიღწეული წარმატებით ჯერჯერობით უმეტეს კითხვას უპასუხა.. დაველოდოთ დერბის.

 

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ეეე ეს შეფასები რატო მიკვირს ცოტაა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x