ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

FIGC საქმის ძიებას იწყებს – რა სანქციას შეიძლება, რომ ველოდოთ?

ლუის სუარესის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიებას იტალიის ფეხბურთის ფედერაციაც იწყებს, რომელსაც იურისდიქციიდან გამომდინარე, შეუძლია სხვადასხვა სახის განაჩენი გამოიტანოს, რომელიც გულისხმობს ელემენტარულ ფულად ჯარიმას და ყველაზე ცუდ შემთხვევაში კლუბის ქვედა დივიზიონში დაქვეითებას.

თუმცა, იუვენტუსი თავის მხრივ ყოველთვის ღიაც აცხადებდა, რომ პერუჯას უნივერსიტეტს მიმართა აღნიშნულ საკითხზე, თუმცა შემდგომ უარი განაცხადა სუარესის ტრანსფერზე.

მიზეზი იყო ის ვადები, რომლის განმავლობაშიც ბიანკონერი სამხრეთ ამერიკელს ვერ გაიფორმებდა და ეს საქმეც ამით დასრულდა.

თუმცა, პერუჯას პროკურატურამ განაგრძო საქმის ძიება და ფაბიო პარატიჩი ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ცნო.

ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ როგორც იტალიელი ადვოკატები აცხადებენ, აღნიშნულ საქმეში ყველაზე დიდ კითხვის ნიშნებს თავად უნივერსიტეტი აჩენს, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთელ პროცეს.

99%-იანი სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ კალჩიოპოლი არ განმეორდება, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ ზემოთ აქვს სხვადასხვა ბერკეტი და თუ იგი მიიჩნევს, რომ კლუბის მაღალჩინოსანმა კანონი დაარღვია, მაშინ არაა გამორიცხული იუვენტუს სატრანსფერო საქმიანობა შეუზღუდონ, ფულადი ჯარიმა დაუწესონ ან გარკვეული ქულები დააკლონ.. თუმცა, აპენინური ექსპერტების მოსაზრებით, ამ დროისთვის ყველაზე დიდი შანსი სატრანსფერო ბანს აქვს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x