ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც ტურინული დერბის შემდეგ ტრადიციულად გამომცემლობა La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 6.5 – უძლურია გოლის დროს, რადგან მეტოქე საკმაოდ ახლო მანძილიდან ურტყამდა. თუმცა, საიმედოა სიმონე ძაძას ეპიზოდში.

კუადრადო – 7 – გუნდის ლიდერი, რომელიც ტურინულ დერბიში ჩვეულად გადამწყვეტ როლს ასრულებს. პირველ ტაიმში მის აჩქარებებს შედეგი არ მოქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში უფრო მეტად ეხმარება გუნდს სხვადასხვა კომბინაციაში. ჯერ იტანს გოლს, რომელიც ბონუჩის გამო გაუქმდა, ხოლო შემდგომ ორ საგოლე გადაცემას ასრულებს.

დე ლიხტი – 6 – ანეიტრალებს მეტოქეს.. მეორე ტაიმში ცდილობს გუნდს მეტოქის ზეწოლაში დაეხმაროს, მაგრამ წინ წასვლა არც მისი უშუალო მოვალეობაა და არც დიდად გამოსვლია ამ საქმიდან სახეირო რამ.

ბონუჩი – 6 – ბევრ შეცდომას უშვებს, რის გამოც თანაგუნდელებს რთულ სიტუაციაში აგდებს. მეორე ტაიმში უკეთსია და ზეწოლაში გადამწყვეტ მონაწილეობასაც ღებულობს, რითაც თანაგუნდელებს გამარჯვება მოუტანა!

დანილო – 5.5 – ბონუჩის მსგავსად აგდებს პირველ ტაიმს.. მეორე 45 წუთში მეტოქე ნაკლებად გადადის იერიშებში და მისი შეცდომებიც იკლებს.. წინ კი უჭირს რაიმე ღირებულის შექმნა.

ალექს სანდრო – 6 – 71 წუთიდან – მინდორზე უშუალოდ შემტევი ფუნქციების შესასრულებლად გამოდის და მატჩის მიწურულს გუნდისთვის სასარგებლო აღმოჩნდა.

კულუსევსკი – 5 – ეს არის კრიზისი. შვედს უჭირს საკუთარ თავზე თამაშის აღება და პირველ 45 წუთში ძირითადად თანაგუნდელებს ბურთის დაბრუნებაში ეხმარებოდა. მეორე ტაიმში რამდენიმე იდეა, რომელიც წარმატებით არ დასრულებულა.

ბენტანკური – 6.5 – იგებს ორთაბრძოლას მეტოქის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მეორე ნახევარში, რომლის დროსაც დიდ ზეგავლენას ახდენს გუნდის მანევრირებაზე.

რემზი – 6 – 54 წუთიდან – მეტად პროდუქტიულია და ცდილობს მოედნის ცენტრში ქაოსის დარეგულირებას და გუნდისთვის სასარგებლო მოქმედებების მოტანას, რომელსაც შედეგი გამოაქვს.

რაბიო – 5.5 – ეს არ იყო მისი საღამო. უჭირს მოედნის ცენტრში სხვაობის შექმნა.. ტორინოს შუახაზელებთან მუდმივ ორთაბრძოლაშია და ვერც იმას ვიტყვით, რომ უმეტესწილად იმარჯვებდა.

მაკინი – 7 – 71 წუთიდან – ფუნდამენტური ცვლილება, რომელმაც გუნდს თავდაჯერებულობა მოუტანა. იტანს პირველ ბურთს და ცენტრალურ ზონაში დომინირებს ყველაზე.

კიეზა – 5.5 – კიეველებთან წარმატებული შეხვედრის შემდეგ, იწყებს ძირითადში. თუმცა, აქ მას დიდი სივრცეები არ ხვდება და ძირითადად ბრძოლაში იმყოფება.. რამდენიმე იდეა და დრიბლინგი, მაგრამ უშედეგოდ.

დიბალა – 5 – დაკარგულია.. ვერ პოულობს მინდორზე საკუთარ პოზიციას და ვერაფრით ახერხებს რთულ სიტუაციაში მყოფი გუნდისთვის დახმარების ხელის გაწვდენას.

რონალდუ – 5 – ჩვეულად ცდილობდა გუნდის გაძღოლას, მაგრამ არც მისთვის აღმოჩნდა ეს საღამო შედეგიანი. პირველ ტაიმში მეტოქე უმკლავდება, ხოლო მეორეში კარში დარტყმას თავად ვერ ახერხებს.

პირლო – 6 – დერბიში გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია მორალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ბევრი შეცდომებია.. ზონებს შორის კავშირიც ხშირად წყდება.. თუმცა, ამჯერად შეძლო მატჩის წაკითხვა და სწორი დასკვნების გამოტანა, რამაც შედეგი მოუტანა.. მძიმედ, მაგრამ მოიტანა.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ძაან მაღალი შეფასებებია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x