ანდრეა პირლო ტურინულ დერბიზე საუბრობს
იუვენტუსმა ტორინოს დამარცხება მძიმე ბრძოლაში მოახერხა და მატჩის დასრულების შემდეგ ანდრეა პირლომ ბიანკონერის ხასიათზე ისაუბრა:
“შემართება არის მნიშვნელოვანი, რომელიც განაპირობს სათამაშო სტილს და გამარჯვებისკენ სწრაფვას.. არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე.. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არ მოვა.
ხუან კუადრადო 10 წელია ასეთ მაღალ დონეზე ასპარეზობს და მისგან მსგავს შედეგს უკვე მივეჩვიეთ.
ფედერიკო კიეზას აქამდე არასდროს უთამაშია ევროპაში.. ეს ყველაფერი მოქმედებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კონდიციებზე.. რთულია სამ დღეში ერთხელ იმავე საფეხურზე შედეგიანად ასპარეზობა.
სამწუხაროდ, პირველ ნახევარში ჩვენ არ გვქონდა ისეთივე უპირატესობა რაც მეორე 45 წუთში.. გაშვებულმა ბურთმა მცირე შოკი მოგვცა.. შეტევაში სივრცის პოვნაც გვიჭრდა და ამასთანავე მეტოქის უკანახაზის გაწელვაც ვერ მოვახერხეთ.
მეორე ტაიმში ტორინო საკუთარ ნახევარზე გამოვკეტეთ და ბურთმაც უფრო სწრაფად დაიწყო გადაადგილება.. ბიჭებს სულ ერთი და იგივეს ვუმეორებ – როდესაც მეტოქეს ასეთ მარწუხებში ვაქცევთ, აუცილებელია ბურთის ტრაექტორია მუდმივად იცვლებოდეს, რითაც თავისუფალ სივრცეებს ვიპოვით.
მართალია ყველამ ვერ შეძლო დავალების შესრულება, მაგრამ მოედანზე შესულებმა 100% -ით მოახერხეს სასურველი შედეგის მოტანა.. აქტიურმა გადაადგილებამ და შემართებამ გამარჯვება მოგვიტანა!
მწვრთნელის რანგში ტურინული დერბი გაცილებით დამღლელი აღმოჩნდა, მაგრამ წარმატებამაც განსაკუთრებული ემოცია მაჩუქა!”
რა დერბი ტო ვისაც უსწორდება ყველა უტანს გოლს ამ ტორინოს.ან რა ტაქტიკური მონახაზი ჭირდება რო მოუგო ამნაირ გუნდს.წარმოიდგინეთ გასვლაზე რო გვქონოდა რა მოხდებოდა.აწი ნელ ნელა უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს თამაში და მგონი დაგვერხა.მგონი ამას უფრო მოწონს წუწუნი და სულელური მიზეზების მიდებ მოდება ვიდრე სარის რეებს ბოდავს.ვიღაც ჩოილარ ტორინოს ბენევენტოებს ეთამაშები კაი რა დასვენებული ზამენა სასტავითაც უნდა უგებდე.
განცდა მაქვს თითქოს ფეხბურთელებს არ ესმით მწვრთნელის დავალება,სხვანაირად ვერ ავხსნი,ნაცვლად იმისა რო რაღაც შეიცვალოს რეგრესს განვიცდით..
სერიალში არ გვქონდა ჯერ რთულ მეტოქებთან თამაშები, იამვრამდე თუ არ დალაგდა თვითონ და გუნდიც, მერე უკვე კატასტროფა დაიწყება.
ნეტა ეს როდის ჩამოყალიბდება ძირითად შემადგენლობაზე და სათამაშო სქემაზე, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში თამაშიდან გამომდინარე გადააწყობს.
აუ მეგობარო ჩამოყალიბდება კი ოდესმე