ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რეალი ცვლილელებს გეგმავს

მაურისიო პოჩეტინო

ესპანური მედიის მტკიცებით ზინედინ ზიდანის მომავალი სამეფო კლუბში დიდი კითხვის ნიშნებით არის სავსე.

მისი გუნდიდან გაშვება რეალური ხდება და ერთ-ერთ პირველ ნომრად ვინც ფრანგ სპეციალისტს შეცვლის, მაურისიო პოჩეტინოს ასახელებენ.

არგენტინელ სპეციალისტს რეალის ჩაბარებას დიდი ხანია უწინასწარმეტყველებენ და როგორც ჩანს ახლა ამის ყველაზე რეალური შანსი ჩნდება.

კულუარული ცნობებით, პოჩეტინო უკვე ესაუბრა ესპანური გრანდის ხელმძღვანელობას და მათ სამი ტრანსფერის განხორციელება მოთხოვა.

დელე ალის და ჰარი კეინის გარდა, სამხრეთ ამერიკელ მწვრთნელს გუნდში თავისი თანამემამულე პაულო დიბალაც სურს..

დიბალა ბოლო ხანებში არცთუ წარმატებულ პერიოდს გადის, რასაც თან ერთვის კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები.

სხვათაშორის თავის დროზე პოჩეტინოს მისი გაფორმების შანსი ჯერ კიდევ ტოტენჰემში მუშაობის დროს ქონდა.. მაგრამ მაშინ დიბალამ უარი განაცხადა ლონდონში გადასვლაზე და ტურინში დარჩენა ამჯობინა..

შესაძლოა, ახლა საკუთარი გადაწყვეტილება გადახედოს, რადგან თუ პოჩეტინომ რეალი მართლაც ჩაიბარა, მაშინ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x