ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია
იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დასკვნით ტურში სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდება.
შეხვედრა ჩვენი დროით 0:00 – ზე დაიწყება.
გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:
- სასტარტო შემადგენლობა
- ნახევარმცველების განხილვა
- სუპერ მატჩის მოლოდინში
- მესი თუ რონალდუ?
“თავდაპირველად ჯანლუიჯი ბუფონთან დაკავშირებით დავიწყებ, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაშიც ვიხილოთ. ჯიჯიმ ნამდვილად დაიმსახურა ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა.
ფაქტია, რომ ახლა დასაკარგი არაფერი გვაქვს და თუ გვსურს პირველ ადგილზე გასვლა, მაშინ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.. ვითამაშოთ ლაღი და შემტევი ფეხბურთი, რომელიც სიამოვნებას მოგვანიჭებს.
ეს იქნება ურთულესი ამოცანა, თუმცა მსგავსი დონის მატჩები ფასდაუდებელ გამოცდილებას იძლევა, რაც ჩვენს რიგებში მყოფი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია!
თავს მშვიდად ვგრძნობთ და გვესმის, რომ ასეთ დაპირისპირებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
აარონ რემზისთან მიმართებაში არ დავიღლები და ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი. მინდორზე ყოფნისას ყოველთვის ეძებს სწორ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მალევე პოულობს. იგი ახლა ფორმის აღდგენის ეტაპზეა და სულ მალე კიდევ უფრო პროდუქტიული გახდება.
ანალოგიური შემიძლია განვაცხადო ადრიენ რაბიოზე.. ეს არის ნახევარმცველი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს და ახლა მხოლოდ შესაძლებლობების 70 %-ს გვაჩვენებს. იგი ძალზედ შრომისმოყვარეა, რისი დახმარებითაც ბევრს მიაღწევს.
პირველ მატჩს არაერთხელ ვუყურეთ.. იყო დაშვებული შეცდომები, რომლის გასანაალიზებლად საკმაო დრო გვქონდა. გზის დასაწყისში ასეთი გამოცდილება სასიკეთოა.. ხედავ რა სახის შეცდომა დაუშვი და მათ გამოსწორებაზე იწყებ მუშაობას. ჩვენ კი ნამდვილად ბევრი ვიშრომეთ.
გამოსასწორებელია ჩვენი მოქმედებები უბურთოდ ყოფნისას.. ისინი დიდი ძალებით უტევენ და კონცენტრირება არ უნდა დავკარგოთ. ჩვენის მხრივ ფლანგებზე ზეწოლა არ უნდა დავაგდოთ, რითიც ცენტრში შეტევის შესაძლებლობა მოგვეცემა ფორვარდების დახმარებით.
შეუძლებელია ახლა რაიმე გარდამტეხ მომენტზე საუბარი ტურინული დერბის შემდეგ.. ეს იყო კონკრეტული შეხვედრა, სადაც პირველი და მეორე ტაიმი კი გამოირჩეოდა ერთმანეთისგან, თუმცა ბიანკონერის სისხლის ჯგუფი არასდროს არ უნდა დაიკარგოს. მასში ბევრი რამ დევს.
გადაღლა და რთული კალენდარი? ხშირი გადაფრენა ყველაფერზე მოქმედებს. თუმცა, არა ასეთი დონის მატჩებში და ამაში თავადაც დარწმუნდებით. ასეთ დაპირისპირებებს განსაკუთრებულად ხვდები.
მესი თუ რონალდუ? კუმანს ვეთანხმები. მათ უკანასკნელი 15 წლის მანძილზე დიდი შოუ დადგეს. ორივენი უმაღლეს საფეხურზე იმყოფებიან და ფეხბურთს საოცრად ალამაზებენ.
სწორედ მათ გაიყვეს ყველაზე მეტი ოქროს ბურთი ბოლო 15 წელიწადში. ამიტომაც არის სირცხვილი მათი შედარება და საუბარი რომელი რომელზე უკეთესია.
უბრალოდ მადლობა გადავუხადოთ, რომ ფეხბურთს დაუვიწყარი წლები შემატეს.”
titqos mechveneba tu iuves gulshematkivrebi ki ara ufro am gundis opozicia gamodis komentarebs rom vkitxulob chasafrebulebi arian gunds fexi daucdeba da egreve miwaze asworeben alegri ar moswondat sari ar gindodat pirloc ar gindat tu amdeni esmis vinmes anu matze meti mashin tviton yofila umaglesi donis gadaxedet wlevandel evro gundebs yvelas ragac patara chavardnebi aqvt da chven gvinda rom 2-3 tveshi pirlom wina sezonis donis baierni sheqmnas ase advilad ar gamodis patara dro chirdeba + gundmac xeli unda sheuwyon.
შეიძლება სამართლიანი რასაც ამბობ მარა ამ თამაშით ევროპა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება გუნდი ლიგის მოგებაზე ხო საერთოდ ლაპარაკი არაა ყველა გრანდს რო პრობლემა აქ ეს იუვეს ბალეშიკების სადარდებელი არაა მარა აი როცა ნიშნავ გამოუცდელ ტრენერს ეს უკვე ცოდია პირლო დიდი ფეხბურთელი იყო მარა ტრენერი რომელიც ვერ ყალიბდება ერთ სქემაზე ძალიან ცუდია გუნდზე პრეტენზია საერთოდ არ მაქ აი ის ვინ სარის ალეგრის და პირლოს ტრენერობას უწევს რეკომენდაციას რო იყოს იუვეს ტრენერი ეს არის კატასტროფა
ხო ესეც თუ წავაგეთ გამოდის რო უფრო კარგ ფორმაში მყოფ გრანდებთან კიდევ უფრო გაგვიჭირდება.არადა ბარსა უნაგვესია წელს და რა რეგვენულად ვაჩუქეთ ტურინში მოგება!
ამ თამაშს არ წავაგებთ, იმენა მჯერა
რონალდო ალბათ თამაშის წინ მოქოქავს ფეხბურთელებს, მაინც მესის წინააღმდეგ უწევს თამაში და არ ენდომება თავის შერცხვენა.
რონალდოს იმედი უფრო მაქვს, ვიდრე პირლოს ვაიპროფესორობის.
ამათ თუ ეს თამაშიც წააგეს, რაღაზე გავდივართ ჯგუფიდან, ვიღაც მაგრა იხმარს 1/8 ფინალში იუვეს ალბათ.
მეგობარო არ შეიძლება საკუთარ გუნდზე ასე ლაპარაკი