ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სესკ ფაბრეგასის ვრცელი ინტერვიუ Tuttosport -თან

სესკ ფაბრეგასი ტურინულ გამომცემლობა Tuttosport -ს საინტერესო თემებზე ესაუბრა:

  • მაურისიო სარი
  • ანდრეა პირლო
  • ალვარო მორატა
  • მატეის დე ლიხტი
  • ლეო მესი
  • მოურინიო Vs გუარდიოლა
  • მილანი და ნაპოლი

მაურისიო სარი კარგი ადამიანია.. მასთან პიროვნული პრობლემა არასდროს შექმნია.. 

თუმცა, თუ რამეს გადაწყვეტს მისი გადარწმუნება წარმოუდგენელია.. მაშინ ჩელსიმ 60 მილიონად ჟორჟინიო გაიფორმა და მაურისიომაც აქცენტი ამ უკანასკნელზე შეაჩერა.

სიტუაციიდან გამომდინარე წასვლა გადავწყვიტე.. იყო კიდევ გარკვეული დეტალები, რომლებიც კლუბში არასახარბიელო გარემოს ქმინდა.

მაგალითისთვის საწვრთნელ პროცეს მოვიყვან, რომელიც სარის გადაწყვეტილებით დღის 15:00 -ზე დაინიშნა.. მან გვითხრა, რომ დღეში სამ საათს ვიმუშავებდით და ეს დრო იმიტომ აირჩია, რომ ადამიანის სხეული დატვირთვებისთვის ყველაზე აქტიური სწორედ ამ პერიოდშია.

შესაბამისად, ფეხბურთელებს რომლებსაც ოჯახები გვყავდა, ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ვერ ვნახულობდით.

არ მიკვირს ანდრეა პირლოს იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომ ვხედავ. ჩვენ უდაოდ დიდ გენიოსზე ვსაუბრობთ!

ყველაფერთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლებლობაზე, რომელიც კლუბის მხრიდან აუცილებლად იყო გამოსაყენებელი. კარიერის განმავლობაში ანდრეამ დაგვიმტკიცა რაოდენ დიდი ნიჭით არის დაჯილდოებული..

ისტორიას, რომ გადავხედოთ ვნახავთ, რომ ზინედინ ზიდანს, ხოსეპ გუარდიოლას და არტეტას დიდი გამოცდილება არ გააჩნდათ, მაგრამ მათ დიდი ისტორია დაწერეს.

არც ის უნდა დავივიწყოთ ვისთან აქვს ანდრეას ნამუშევარი. კარლო ანჩელოტი, მარჩელო ლიპი, ანტონიო კონტე.. ეს ხომ ბევრ რამეზე მეტყველებს.

ანდრეა პირლო – სესკ ფაბრეგასი

ბევრს მიაჩნია, რომ ჟოზე მოურინიო და ხოსეპ გუარდიოლა სრულიად განსხვავებული ტიპაჟები არიან.

საქმე იმაშია, რომ მათ შორის განსხვავება მხოლოდ საფეხბურთო ხედვაშია.. სხვა მხრივ იდენტური მანიაკალური თვისებებით არიან შეპყრობილნი. მათთვის გამარჯვებაზე მეტად არაფერი ფასობს.

უდაოდ ბოლო 20 განმავლობაში ისინი საკუთარი საქმის გამორჩეული ფიგურები არიან.. მათ გვერდით არსენ ვენგერს, სერ ალექს ფერგიუსონს, კარლო ანჩელოტის და მარჩელო ლიპის დავაყენებ..

ალვარო მორატას გამო ბედნიერი ვარ. ჩელსიში ყოფნისას ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით მის პრობლემებზე. ალვაროსთვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და მან ამას იუვენტუსში ისევ მიაგნო.

ახლა კი ყველანი ხედავთ თუ რა შეუძლია. მას საოცარი თვისებები აქვს და მისი გამოყენება ყველა გუნდისთვის ფუნდამენტური იქნებოდა. 

ცოტახნის წინ მოვისმინე მისი ინტერვიუ და ძალიან გახარებული მეჩვენა. ფაქტია, იტალიაში თავს კომფორტულად გრძნობს. იუვენტუსში მორატა ძალიან უყვართ და თავად ფეხბურთელიც მაქსიმუმს იღებს ასეთი გრძნობის დასაფასებლად.

ყველაფერთან ერთდ ალვაროს შესანიშნავი დუეტი აქვს შექმნილი კრიშტიანო რონალდუსთან. ისინი მადრიდიდან იცნობენ ერთმანეთს და ამ მხრივ რაიმე დამატებითი დრო ადაპტაციისთვის საჭირო არ იქნებოდა.

ალვარო მორატა – კრიშტიანო რონალდუ

მონაკოში გადასვლამდე, შეთავაზებები მქონდა ნაპოლიდან და მილანიდანაც. 

ნაპოლის მაშინ სათავეში კარლო ანჩელოტი ედგა, რომელსაც დიდი პატივსვცემ. თუმცა, შემდგომ სიტუაცია შეიცვალა. 

საბოლოო ჯამში, განვიხილე რა ორივე ვარიანტი, არჩევანი მონაკოზე შევაჩერე.

ლეო მესი შორიდან შეიძლება სხვა განწყობას უქმნიდეს ადამიანებს, მაგრამ რეალურად ძალიან უშუალო პიროვნებაზე ვსაუბრობთ, რომელსაც უყვარს ცხოვრება როგორც რიგით მოქალაქეს.

მესი თავს ფეხბურთის ღმერთად არ მიიჩნევს. მას უბრალოდ უყვარს ბარსელონა და ფეხბურთის თამაში. იგი სიამოვნებას ღებულობს თითოეული წამით.

ამიტომაც არ დადის ქუჩაში დაცვის პირების თანხმლებით. არის ძალიან მოკრძალებული და პოზიტიური ადამიანი.

წავა თუ არა ბარსელონადან პირადი გადაწყვეტილებაა და მასში ვერც მე ან ვინმე სხვა ვერ ჩაერევა.

ხშირად მეკითხებიან უკანახაზელებზე და წლების მანძილზე ვამბობდი, რომ ჩემთვის

სერხიო რამოსი
0
ვითომ?x
დღეისათვის უკუნკურენტოა.

თუმცა, ბოლო ხანებში მატეის დე ლიხტის თამაშის შემხედვარე, დავრწმუნდი რომ ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს.

აბსოლუტურად ყველა წინაპირობა აქვს, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდეს.. დანარჩენი უკვე ყველაფერი თავად მასსზეა.. თუმცა, შორიდან აშკარად ჩანს, რომ ჰოლანდიელს მტკიცე ხასიათი აქვს.”

 

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x