ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ამორუზო:”ანდრეა, პრობლემებს თვალი უნდა გაუსწორო”

იუვენტუსის ექს ფორვარდი ნიკოლა ამორუზო ბიანკონერის ასპარეზობაზე საუბრობს:

“ბარსელონასთან შეხვედრაში სხვა იუვენტუსს ველოდები, რადგან ასეთ დროს ფეხბურთელებს მოტივაცია განსაკუთრებუად აქვს გაზრდილი.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები უნდა დავივიწყოთ. პირიქით, ანდრეა პირლოს მისი გამოსწორება მართებს და რაც შეიძლება მოკლე პერიოდში.

გუნდმა ჯერ კიდევ ვერ იპოვა საჭირო თამაში, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არნახულად გაიწელა.

პირლო ტესტავს სხვადასხვა ვარიანტს, მაგრამ საქმეში ეს ისე გამოიყურება, თითქოს ყველაფერი ერთ სრულყოფილ მოთამაშეზე და მის მოქმედებებზეა დამოკიდებული.

ტურინული დერბისგან მეტს ველოდი.. უფრო სწორედ რომ ვთქვა, გარკვეული იმედგაცრუება დამეუფლა, როდესაც ასეთ სტილში მოთამაშე გუნდი ვნახე. პირველი 45 წუთის განმავლობაში იდეა საერთოდ არ იგრძნობოდა.”

18 thoughts on “ამორუზო:”ანდრეა, პრობლემებს თვალი უნდა გაუსწორო”

  1. როგორც შარშან იხმარეს სანდრო და ბოლოს მაგდანას ლურჯასავით დავარდა, ეხლა კვადრადოს უშვებიან მასე, საერთოდ არ ასვენებენ.

    1. ხო ეგ მართლა რა პონტია არ ვიცი მარა ხო ხედავ დამოკიდებულები ვართ კუადრადოზე რონალდოზე და მორატაზე ამ ბოლო დროს.მაგან 9 შეცდომა დაუშვას გინება არ წამომცდება ტიპი მოკლეს.

    2. :D :D :D სამაგიეროდ დე ლიხტს ასვენებს გენოასთან მატჩისთვის. იმხელა გათვლაა რო გააზრება მიჭირს :D

  2. რა უნა გკითხოთ ბიჭებო- კიელინი რომ წავიდეს კაპიტნობას ვის მიცემდით?

    ბონუჩი კლეა, არ მივცემდი მაგას კაპიტნობას.

    1. კიელინი როც წავიდეს ჯიჯი მაინც დარჩება და დაიბრუნებს კაპიტნობას :D მარა ღადაობის გარეშე ბონუჩის გარდა რა ვიცი, ვინღა დარჩა მაშინ მანჯუ დააბრუნონ და უპრობლემოდ ჩავაბარებდი სამკლაურს. თავად ვის აირჩევდი?

          1. ტრა*ში ხიჭვის როლში ყოფნა რა ხეირს მოუტანს ფულზე კაჩაობს და თუ ასე ითამაშებს არც არავის მოუნდება ყიდვა. თუ ჰგონია იუვეს აგდებს ცუდ დღეში მაგრად ცდება.

    2. დარწმუნებული ვარ თუ ბონუჩი არა კუადრადო :) განა იმიტო რო მე მინდა.კიელინი უკვე გუნდში გინდ ყოფილა გინდ არა აი ბუფონი არ დათანხმდება.

  3. პირლოსი ის მომწონს რო როგორცკი მიხვდა რო 3 5 2 არი ნაგავი ეგრევე შეცვალა და არა როგორც კონტე ჯიუტად სულ მაგ ტაქტიკას რო აწვებოდა.მარა მეორე მხრივ იმ გუნდებთან რომლებსაც ძლივს მოუგეთ ან ვერ მოუგეთ არანაირი განსაკუთრებული მონახაზი და ტაქტიკა არ ჭირდება რო მოუგო.საერთოდ არ გამოვრიცხავ რო პირლო მაგარი მწვრთნელი დადგება მარა აი როდის მოხდება ეგ მაგაზე ნერვიულობს იუვეს ფანების უმეტესობა და ლოგიკურიც არის. იმედია დღეს მოვიგებთ ძმებო :)

  4. რა ჯანდაბას აკეთებ მერე როდის უნდა აპოვნინო კარგი ფეხბურთელობა კარგ ტრენერს სულ არ ნიშნავს და ეს გჭირს ზუსტად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.