ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ამორუზო:”ანდრეა, პრობლემებს თვალი უნდა გაუსწორო”

იუვენტუსის ექს ფორვარდი ნიკოლა ამორუზო ბიანკონერის ასპარეზობაზე საუბრობს:

“ბარსელონასთან შეხვედრაში სხვა იუვენტუსს ველოდები, რადგან ასეთ დროს ფეხბურთელებს მოტივაცია განსაკუთრებუად აქვს გაზრდილი.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები უნდა დავივიწყოთ. პირიქით, ანდრეა პირლოს მისი გამოსწორება მართებს და რაც შეიძლება მოკლე პერიოდში.

გუნდმა ჯერ კიდევ ვერ იპოვა საჭირო თამაში, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არნახულად გაიწელა.

პირლო ტესტავს სხვადასხვა ვარიანტს, მაგრამ საქმეში ეს ისე გამოიყურება, თითქოს ყველაფერი ერთ სრულყოფილ მოთამაშეზე და მის მოქმედებებზეა დამოკიდებული.

ტურინული დერბისგან მეტს ველოდი.. უფრო სწორედ რომ ვთქვა, გარკვეული იმედგაცრუება დამეუფლა, როდესაც ასეთ სტილში მოთამაშე გუნდი ვნახე. პირველი 45 წუთის განმავლობაში იდეა საერთოდ არ იგრძნობოდა.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
3 years ago

როგორც შარშან იხმარეს სანდრო და ბოლოს მაგდანას ლურჯასავით დავარდა, ეხლა კვადრადოს უშვებიან მასე, საერთოდ არ ასვენებენ.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago
Reply to  maradona73

ხო ეგ მართლა რა პონტია არ ვიცი მარა ხო ხედავ დამოკიდებულები ვართ კუადრადოზე რონალდოზე და მორატაზე ამ ბოლო დროს.მაგან 9 შეცდომა დაუშვას გინება არ წამომცდება ტიპი მოკლეს.

Juve2003
Juve2003
3 years ago
Reply to  maradona73

:D :D :D სამაგიეროდ დე ლიხტს ასვენებს გენოასთან მატჩისთვის. იმხელა გათვლაა რო გააზრება მიჭირს :D

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago
Reply to  Juve2003

ძირითადშია დე ლიხტი წეღან წავიკითხე ეტყობა დაურეკეს და ხო ხვდები :D

Juve2003
Juve2003
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ჩამოირბინე კამპ ნოუზე ვართ ბიჭებიო ხო? :D :D ვა გაგახარა ღმერთმა ახლა ვნახე მეც

maradona73
maradona73
3 years ago

რა უნა გკითხოთ ბიჭებო- კიელინი რომ წავიდეს კაპიტნობას ვის მიცემდით?

ბონუჩი კლეა, არ მივცემდი მაგას კაპიტნობას.

Juve2003
Juve2003
3 years ago
Reply to  maradona73

კიელინი როც წავიდეს ჯიჯი მაინც დარჩება და დაიბრუნებს კაპიტნობას :D მარა ღადაობის გარეშე ბონუჩის გარდა რა ვიცი, ვინღა დარჩა მაშინ მანჯუ დააბრუნონ და უპრობლემოდ ჩავაბარებდი სამკლაურს. თავად ვის აირჩევდი?

maradona73
maradona73
3 years ago
Reply to  Juve2003

ალბათ სჩესნის, ოღონდ ცოტა მეტი უნდა უყვიროს ფეხბურთელებს )

Juve2003
Juve2003
3 years ago
Reply to  maradona73

კარგი ვარიანტია ამ საშინელებას ნაღდად ჯობს ამას კვადრადოს კაპიტნობაც მირჩევნია

maradona73
maradona73
3 years ago
Reply to  Juve2003

გაასუხარებენ ზაფხულში ძიბის, ხელფასზე რომ კაჩაობს თან )

Juve2003
Juve2003
3 years ago
Reply to  maradona73

ტრა*ში ხიჭვის როლში ყოფნა რა ხეირს მოუტანს ფულზე კაჩაობს და თუ ასე ითამაშებს არც არავის მოუნდება ყიდვა. თუ ჰგონია იუვეს აგდებს ცუდ დღეში მაგრად ცდება.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago
Reply to  maradona73

დარწმუნებული ვარ თუ ბონუჩი არა კუადრადო :) განა იმიტო რო მე მინდა.კიელინი უკვე გუნდში გინდ ყოფილა გინდ არა აი ბუფონი არ დათანხმდება.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  maradona73

ჩესნის ულაპარაკოდ

maradona73
maradona73
3 years ago

ჯიჯიმ არ შეგვარცხვინოს )))

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

პირლოსი ის მომწონს რო როგორცკი მიხვდა რო 3 5 2 არი ნაგავი ეგრევე შეცვალა და არა როგორც კონტე ჯიუტად სულ მაგ ტაქტიკას რო აწვებოდა.მარა მეორე მხრივ იმ გუნდებთან რომლებსაც ძლივს მოუგეთ ან ვერ მოუგეთ არანაირი განსაკუთრებული მონახაზი და ტაქტიკა არ ჭირდება რო მოუგო.საერთოდ არ გამოვრიცხავ რო პირლო მაგარი მწვრთნელი დადგება მარა აი როდის მოხდება ეგ მაგაზე ნერვიულობს იუვეს ფანების უმეტესობა და ლოგიკურიც არის. იმედია დღეს მოვიგებთ ძმებო :)

maradona73
maradona73
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

1-3 )

Juve2003
Juve2003
3 years ago

წესით ლაივი ამ ლინკზე იქნება ბრატცი, მერე რო არ ეძებოთ და დრო არ დაკარგოთ ;)
https://gooool.tv/online/95029-barselona-yuventus-08122020-pryamaya-translyaciya_1.html

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

რა ჯანდაბას აკეთებ მერე როდის უნდა აპოვნინო კარგი ფეხბურთელობა კარგ ტრენერს სულ არ ნიშნავს და ეს გჭირს ზუსტად

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x