ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რაიოლა:”პოგბა იუვენტუსში? რატომაც არა”

პოლ პოგბა

Tuttosport -ი მინო რაიოლასთან ექსკლუზიური ინტერვიუს მორიგ ნაწილს აქვეყნებს, რომელიც პოლ პოგბას თემას კიდევ უფრო მეტად ანვითარებს:

“ვისაც გონია, რომ პოგბასთვის პრობლემას ვქმნი ფეხბურთში არაფერი ესაქმება.

მანჩესტერლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა თავად ფეხბურთელი ინგლისში თავს ბედნიერად არ გრძნობს და შესაბამისად ეს თავგადასავალი შეგვიძლია უკვე დასრულებულად ჩავთვალოთ.

არ ღირს ბევრი ფიქრი იმაზე, თუ ვინ არის ამაში დამნაშავე. ახლა მთავარია გამოსავალი მალევე მოვძებნოთ, რადგან ნახევარმცველს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.

ჩემი გადმოსახედიდან იდეალური გამოსავალი იქნებოდა, თუ მხარეები მიაღწევდნენ შეთანხმებას და მანჩესტერი პოლს ზაფხულშივე შეელეოდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში 2022 წელს ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

იუვენტუსი? რატომაც არა! მათ ხომ დღესაც მშვენიერი ურთიერთობა გააჩნიათ! თუმცა, ნუ დაგვავიწყდება რომ კოვიდის გამო დღეისათვის არ დარჩა ბევრი კლუბი, რომელსაც მისი დამატება შეეძლება. მთავარია, რომ რომელიმემ რეალური სურვილი დააფიქსიროს მისი დამატების.

ფედერიკო ბერნარდესკი არის ფანტასტიური ფეხბურთელი. იგი არ არის წარსული.. იუვენტუსი კარგად იცნობს ფედეს და თავადაც განსაკუთრებული გრძნობა გააჩნია ამ კლუბის მიმართ. იტალიელი ყველას დაუმტკიცებს საკუთარ საჭიროებას.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მითხრა, რომ დეიან კულუსევსკი ძლიერი მოთამაშეა. საერთოდაც, მათ ვისაც ფეხბურთი ესმით აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ.. მე მჯერა იბრასი.. და საერთოდაც ამ ხედვით ნომერ პირველი ადამიანი ლუჩიანო მოჯია.

მატეის დე ლიხტისთვის იუვენტუსი იყო იდეალური არჩევანი. ის უკვე ახლაა კაპიტანი სამკლაურის გარეშე. ერთმანეთისთვის არიან შექმნილები. მათ ბევრი რამ აერთიანებთ: საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძბობა და შრომისმოყვარულობა.

მომავალში დე ლიხტი ჰოლანდიის პრემიერ მინისტრი გახდება.”

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
trackback

[…] პოლ პოგბას სატრანსფერო ისტორია ახალ მოცემულობას იძენს, რამაც ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო მინო რაიოლას ინტერვიუმ Tuttosport -თან რომელსაც ჩვენს საიტზეც წაიკითხავდით. […]

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

არაა საჭირო მემგონი უკვე

batumski
batumski
3 years ago

გაიძვერა,მლიქვნელი და ფარისეველია ტიპი..იმენა მეზიზღება,თფუი ეგ ვინაა ბლინ..

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x