ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

ტურინელებმა კამპ ნოუზე გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს, რომელიც ტრადიციულად მატჩის შემდეგ La Stampa -მ გამოაქვეყნა:

ბუფონი – 6.5 – 17 სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე.. 124 შეხვედრა.. რამდენიმე სეივი და საიმედო თამაში. ჯიჯი უბერებელია!

დანილო – 6.5 – მხოლოდ ერთი არასწორი გადაცემა, დანარჩენ შემთხვევაში მან საიმედოდ იასპარეზა.

ბონუჩი – 7 – ლიდერი! უშეცდომოა დაცვაში და პირველ ნახევარში მეტოქის პრესინგში ისიც აქტიურად ერთვებოდა.

დე ლიხტი – 7 – ერთადერთხელ შეექმნა სირთულე, როდესაც გრიზმანზე დაარღვია თამაშის წესები, თუმცა ფრანგი თამაშგარეში იმყოფებოდა. სხვა მხრივ ნამდვილი კედელია.

ალექს სანდრო – 7 – საბოლოოდ დაბრუნდა? მის წინააღმდეგ შესაძლოა ახალგაზრდა დესტრო იყო, მაგრამ გამოუცდელს ვერ დავარქმევთ. უპრობლემოდ აჩერებს მეტოქეს და თავადაც აქტიურად ერთვება შეტევაში.

კუადრადო – 7 – მომაკვდინებელი იარაღია პირლოს ხელში. კოლუმბიელი ადასტურებს ფენომენალურ ფორმას! ახლა ოდნავ წინ ირჯებოდა და აქტიურად ეხმარებოდა გუნდს შემტევი თამაშის ორგანიზებაში.. განსაკუთრებით პირველ 45 წუთში. აკეთებს საგოლე გადაცემას უინსტონ მაკენიზე.

მაკენი – 7.5 – გოლი ჯერ ტურინულ დერბიში, ახლა კამპ ნოუზეც.. და თან როგორ სტილში! როგორც იტყვიან, ბიჭი ცეცხლს ანთებს.

არტური – 7.5 – პირადი დუელი პიანიჩის წინააღმდეგ მოგებულია.. შესაძლოა რისკავს ხოლმე, მაგრამ მოქმედებს როგორც სკუტერი დიდი მეგაპოლისის საცობში.

ბენტანკური – 6.5 – 71 წუთიდან – შემოდის და მალევე იჭერს საჭირო ტემპს.

რემზი – 6.5 – საჭირო ინტელექტი, როგორც ამას პირლო იძახის. მეორე გოლში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს.

რაბიო – 6 – 71 წუთიდან – ერთვება ბრძოლაში და ეხმარება გუნდს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაში.

მორატა – 7 – უშუალოდ სტატისტიკას რომ შევხედოთ, შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ ეს მისი საღამო არ იყო. თუმცა, ბარსას უმეტეს მცველს დასასვენებლად აგზავნის და პარტნიორებს იდეალურ სივრცეს უტოვებს. პროდუქტიული იყო!

რონალდუ – 7.5 – საკუთარ ამპლუაშია! ყურადღების ცენტრში.. მაგრამ გუნდზეც ბევრს მუშაობს. ორი გოლი და მატჩის მიწურულს საკუთარ ნახევარზე მყოფი დაცვაშიც პროდუქტიულად ირჯება.

პირლო – 7 – იდეალური მატჩი. შესაძლოა სწორედ ასეთი რამ ქონდა ყოველთვის თავში.. არაა გამორიცხული სხვა მოთამაშეების შესრულებით, თუმცა კონცეფცია ნათელია.. პირველ ტაიმში მეტოქეს პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა და მისსავე ნახევარზე გააზრებული პრესინგით ჟანგაბი შეუწყვიტა. პატარა გაკვეთილი კუმანს: კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია..

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

უი ეხლა გადავხედე ანგარიშებს მანჩო ჩარჩენილა ჯგუფში :D

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x