ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო ბარსელონასთან გამარჯვების შემდეგ

ანდრეა პირლოს გუნდმა სტუმრად ბარსელონა 0-3 დაამარცხა, რითაც ჯერ რევანში აიღო პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის, ხოლო შემდეგ კრიტიკოსებს ცოტახნით მაინც მისცა დამშვიდების საშუალება.

მაესტროს დავალებები ფეხბურთელებმა პირველ 45 წუთში ზედმიწევნით კარგად შეასრულეს. მაღალი პრესინგი, ბურთის კარგი კონტროლი, ვერტიკალური თამაში და რაც ყველაზე მთავარია სრული 90 წუთის მანძილზე დაცვაში უშეცდომო ასპარეზობა:

“ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი მოგზაურობისთვის, რომელიც სეზონის წინ დავიწყეთ.

კარგად გაავანალიზეთ შეცდომები, რომლებიც ესპანელებთან პირველ შეხვედრაში დავუშვით. ამიტომაც გამოვიყვანე მინდორზე სამი შუახაზელი, რომელმაც ფუნდამენტური როლი ითამაშა ამ წარმატებაში.

მათ ორ შუახაზელს დიდი თავსატეხი გავუჩინეთ.. ვიცოდი, რომ ჩვენს მეცალაზე დიდი ზეწოლა იქნებოდა და აქედან გამომდინარე, სტილის ასეთი მომართვა გადაწყვიტე.

მესმოდა, რომ ბარსელონა მცირეოდენ შანსაც გამოიყენებდა და შედეგად ბიჭებს სრული კონცენტრირება მოვთხოვე. მათი ყურადღება წამითაც არ უნდა დაკარგულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნეგატიურ შედეგს მოგვიტანდა.

არ არის იოლი ძალების ასე მოკლე დროში აღდგენა.. დატვირთვები მჭიდრო კალენდარმა მნიშვნელოვნად გაზარდა.. გავდივართ სავარჯიშოდ, შემდეგ თვითმფრინავში და მოედანზე გამოსვლა.. ასე რომ სწორი ბალანსის პოვნაა საჭირო.

ნამდვილად სასიამოვნო იყო ბოლო წუთებზე კრიშტიანო რონალდუს დაცვაში ყოფნა და ლეო მესისთვის ბურთის ართმევა. ეს არის გუნდური თამაში და თუ თავს ვიცავთ, ამას ყველანი ერთად ვაკეთებთ.

ჯენოასთან? ჩვენი მიზანია ამ პოზიტიური ხარისხის შენარჩუნება და მეტად განვითარება, განურჩევლად იმისა თუ ვინ არის მეტოქე მოცემულ მომენტში.

იყო თუ არა ეს საღამო ჩემთვის აუცილებელი? მერწმუნეთ ეს გუნდისთვის იყო საჭირო. ფეხბურთელებმა ბოლომდე უნდა ირწმუნონ საკუთარი თავის. ჩემს განკარგულებაში უნიკალური პროფესიონალები არიან.. წარმატება დეტალებშია და მწამს, მიზანს მივაღწევთ!”

5 thoughts on “ანდრეა პირლო ბარსელონასთან გამარჯვების შემდეგ

  1. რა კრიტიკა არ უნდა ზუსტად რო უნდა რო გუნდმა იდიალურად ითამაშოს პირლო ამაზა ნაკლები იუვე აღარ დამანახო მეტი შეგიძლია წარმატება შეგძლებია რო კარგი ტრენერი იყო და რას მაიმუნობს კაი რა

  2. Pirlo egre gaagrdzele da kidev bevrjer gagvaxare.barcas saitze reebs weren tipebi.imis agiarebac ar sheudzliat rom burti gadavagunet da dganan msajebs abraleben.mogonili penlebio da ase shemdeg.mogonili penlebit da tamashgareebit chempionta liga magatze da realze metad aravis ar mougia.xoda exla juves droa iyos tundac mogonili penali da tundac ofsaidi.mtavaria rom chavdzuynet tan ise rogorc gvindoda.

  3. მორატა როგორ მოუხდა გუნდს, საერთოდ აღარაა დიბალას ფაფხური საჭირო.

    გასაყიდი ძიბი და 1 კარგი ცენტრი ან ჰალანდი მოვიყვანოთ.

  4. როგორც იქნა მიხვდა რომ 2 ნახევრმცველით ვერ თამაშობს გუნდი ნორმალურად.

    ფეხბურთელები ზემოტივირებულები იყვნენ სახლში წაგების მერე და ყველამ კარგად ითამაშა.

    ბრავო ჯიჯის, არ მეგონა ისევ მაღალ დონეზე თუ ითამაშებდა.

    კვადრატამ რა კარგი ჩაუგდო მაკინს მოერე გოლზე, ლამაზი გამოვიდა გოლი ძალიან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.