ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანლუიჯი ბუფონი ბარსელონასთან გამართულ მატჩზე საუბრობს

ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე თავის რიგით 124 შეხვედრა გამართა, რომელიც იტალიელი ლეგენდარული კარის დარაჯისთვის წარმატებული გამოდგა.

გარდა იმისა, რომ მისმა გუნდმა საკმაოდ კარგი თამაშით მეტოქეს უშანსოდ მოუგო 0-3, თავად ჯიჯიმაც კარგი შეხვედრა ჩაატარა და რაც მთავარია 90 წუთის მანძილზე კარის მშრალად შენახვაც მოახერხა:

“მწამს, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. არადა განწყობა აქ ჩამოსვლის წინ სკეპტიკური იყო.

ეს ხომ ფანტასტიკაა? ასეთ არენაზე, მსგავსი დონის გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კომფორტულ გარემოში იყო ანგარიშის თვალსაზრისით, ავდექით და ყველა კომპონენტში დავამარცხეთ, რითაც დამსახურებულად დავიკავეთ პირველი პოზიცია!

ბუნებრივია მახსენდება მადრიდული შეხვედრა, სადაც ჩვენ მაშინაც შეუძლებელი შევძელით, მაგრამ ბოლოს აღარ გაგვიმართლა..

მუხლჩაუხრელი შრომით, სწორი კონცენტრირებით და დიდი სურვილით, ყველაფერი შესაძლებელია.. ეს ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია.

ახლა მნიშვნელოვანია ამ გზას გავუყვეთ, რადგან წარმატებული სვლა კიდევ უფრო რთულია შესრულების თვალსაზრისით. მსგავს შეხვედრებში ემოციური მუხტი მაღალია, მაგრამ მხოლოდ ამით წარმატებას ვერ მიაღწევ.

ამიტომაც ვართ ვალდებულები სწორი ბალანსი ვიპოვოთ და მატჩები, რომლებიც ემოციური თვალსაზრისით არ არის ასეთივე მასშტაბური, უბრალოდ ავდგეთ და ცივი გონებით მივუდგეთ.. ეს დაგვეხმარება გამარჯვებების სერიის გაგრძელებაში. 

არ მიმაჩნია სწორი შეფასება, თითქოს ახლა ერთმანეთთან ბევრს ვსაუბრობთ და გუნდი უფრო ერთიანია. ეს უპატივცემლობაა მათ მიმართ ვინც კლუბი წელს დატოვა.. ასევე სამწვრთნელო შტაბის.. 

უბრალოდ ჩემი პირადი მოსაზრებით ყოველი წელი განსხვავებულია.. მოვლენაა და აქედან გამომდინარე ყველანი რაღაც სიახლეს ვაძლევთ. ეს ძალიან გვეხმარება საერთო მიზნის რეალიზებაში.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juve2003
Juve2003
3 years ago

მეც დაწიოკებული რეალი გამახსენდა, ბერნაბეუზე რო 3:0 შევუსრულეთ და იმ *ლისთავა მაიკლ ოლივერის *როჭული, უსამართლო პენალტის და წითელი ბარათის გამო გამოვეთიშეთ. მარა იმედია წელს მივაღწევთ მიზანს.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x