ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო ჯენოას წინააღმდეგ

დღეს, ჩვენი დროით 21:00 -ზე იუვენტუსი გენუაში, ადგილობრივ ჯენოასთან ეცდება წარმატებული გზის გაგრძელებას.

ყველაფერთან ერთად, ტურინელებს ამ შეხვედრაში ალვარო მორატაც დაეხმარება, რომელსაც სადისციპლინო კომიტეტმა ორ მატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთზე ჩამოუყვანა, რომელიც ბიანკონერიმ უკვე ჩაატარა.

თუმცა, არაერთი იტალიური გამომცემლობის მტკიცებით დღეს ესპანელი დაისვენებს და მის ნაცვლად მინდორზე არგენტინელ 10-იანს ვიხილავთ.

ტაქტიკური სქემა რომელზეც ანდრეა პირლო არჩევანს შეაჩერებს, გახლავთ 4-4-2.. რომელიც თამაშის სხვადასხვა პერიოდში 3-5-2 -დ კეთდება..

კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადო, ხოლო საპირისპიროზე ალექს სანდროს უნდა ველოდოთ.

ცენტრალურ დუეტს ამ შეხვედრაში ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიხტი შეადგენენ.

ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე სასტარტოში შვედი დეიან კულუსევსკი მოიაზრება, რომელიც ბოლო ხანებში კრიტიკის ობიექტია არასათანადო ფორმაში ყოფნის გამო.

ცენტში კატალონიური მატჩის ერთ-ერთი გმირი ამერიკელი უინსტონ მაკინი ფრანგ ადრიენ რაბიოს შეუწყვილდება. მარცხენა ფლანგზე პასუხისმგებელი ფედერიკო კიეზა გახდება.

და ბოლოს შეტევა.. კრიშტიანო რონალდუს როგორც უკვე აღვნიშნეთ პაულო დიბალა შეუწყვილდება.

შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ბმული და სასტარტო შემადგენლობა ჩვენს საიტზე მისი გამოქვეყნებისთანავე განთავსდება.

– #!

#FinoAllaFine ⚪️⚫️ #ForzaJuve

Posted by Juventus on შაბათი, 12 დეკემბერი, 2020

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

იმედია დამაჯერებლად მოიგებს ჩვენი გუნდი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x