ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო ჯენოასთან მატჩზე საუბრობს

ანდრეა პირლო ჯენოასთან მატჩს აფასებს:

“ჩემპიონთა ლიგის შემდეგ თამაში ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით იოლი არ არის.

მითუმეტეს როდესაც ისეთ გუნდს ხვდები, რომელიც დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს და კონტრშეტევაზე სწრაფად გადადის.

საბედნიეროდ მეორე ტაიმში მოვახერხეთ მათი კარის აღება და რამაც ჩემი განრისხება გამოიწვია, იყო სტეფანო სტურაროს გოლი..

რთულია, როცა დიდი ხნის მანძილზე ცდილობ მეტოქის დაცვის ზღუდეების გარღვევას, ამას თითქოს მიაღწევ, ხოლო მალევე ისევ უშვებ ბურთს.. ეს ინციდენტები დროულად უნდა აღმოფხვრათ, რადგან ამ ყოველივემ ინტენსიური ხასიათი არ უნდა მიიღოს.

შეუძლებელია ყოველ შეხვედრაში გამოხვიდე და თამაში კითხვის ნიშნებით დატოვო.. ვალდებულები ვართ მომენტები გამოვიყენოთ და ყველაფერი ვადაზე ადრე დავხუროთ.

პაულო დიბალასგან ველოდებოდით ამ შედეგს.. მან შეტევაშიც კარგად იასპრეზა და სხვა ასპექტებშიც გამოიჩინა თავი. ახლა კი მისგან უფრო მეტს ველი! ეს გოლი ჭირდებოდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასე რომ ყველაფერი წინ არის.

უინსტონ მაკენი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლის მახასიათებლებს გუნდის სასიკეთოდ ვიყენებ. განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც მინდორზე მასთან ერთად არის დიბალა.. მაკენი კარგად ითვისებს თავისუფალ სივრცეს, რომელსაც სიღრმეში სწორედ დიბალა უქმნის. 

კლასიკური რეჯისტა? დიახ, ასეთი ფეხბურთელი გუნდში არ მყავს. ისინი ყველანი არიან ტიპიური ცენტრალური ნახევარმცველები. 

თუმცა, რიგ მატჩებში ერთ-ერთი მათგანი უფრო ახლოს თამაშობს დაცვის ხაზთან, რითაც გუნდის ეფექტურ ამოსვლაში ღებულობს მონაწილეობას. ეს ყოველივე მეტოქეზეც არის დამოკიდებული.. გაჩნია ვის წინააღმდეგ გვიწევს ასპარეზობა.

უნდა აღინიშნოს რომ ამ კუთხით დღეს როდრიგო ბენტანკურს ურიგოდ თავი არ წარმოუჩენია.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
3 years ago

ბენტას მოკლებული აქვს კარგა ხანია..რაბიოც ვერაა დამაჯერებელი..

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  batumski

მართალი ხარ

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x