ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი:”დიბალა ჯერ კიდევ არ შედის ტოპ 5 საუკეთესოთა შორის”

ანდრეა ანიელი

პაულო დიბალას გუშინდელმა გოლმა ბევრ გულშემატკივარს გაუჩინა იმედი, რომ ფეხბურთელი მოახერხებს კრიზისული პერიოდის დაძლევას..

ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მაინც ბევრი კითხვის ნიშნებია და თავად დიბალა ტუტოსპორტს შემდეგი კომენტარი მისცა:

“მაღიზიანებს საუბარი ციფრებთან დაკავშირებით და რომ მქონდეს სიმართლის თქმის საშუალება უფრო კარგი იქნებოდა. შექმნილი მდგომარეობა გულშემატკივრებს ჩემს წინააღმდეგ განაწყობს.”

აღნიშნულ საკითხს ბიანკონერის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გამოეხმაურა, რომელიც ტურინში Golden Boy -ს დაჯილდოებაზე იმყოფებოდა.

ანიელი სხვადასხვა საკითხებს შეეხო, მათ შორის კრიშტიანო რონალდუს, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას და ანდრეა პირლოს საქმიანობას:

ანდრეა ანიელი – პაულო დიბალა
“ჩემთვის უკვე ცნობილია, რომ პაულოს კლუბმა საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი შეთვაზა, რომლის თანახმადაც არგენტინელი მსოფლიოს 20 ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელს შორის შევა.
0
რას იტყვით?x

მან მწვავედ გადაიტანა კორონა ვირუსი, თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობს, რასაც მისი გატანილი გოლიც მოწმობს. ვიცი როგორ უყვარს იუვენტუსი და მინდა გითხრათ ეს სიყვარული ორმხრივია!

დიბალას ყოველი ჩვენგანი მომავალ კაპიტნად ხედავს, მაგრამ დროა არგენტინელმა საკუთარი სტატუსი გაიმყაროს და მსოფლიოს ტოპ 5 საუკეთსო მოთამაშეს შორის შევიდეს..

ის ახლა მათ რიცხვში არ იმყოფება და ეს თავადაც კარგად იცის
0
ეთანხმებით იუვენტუსის პრეზიდენტს?x
.

კრიშტიანო რონალდუ სუპერ გმირად არ მიმაჩნია. ეკრანს მიღმა საქმე გვაქვს ფეხბურთელთან, რომელსაც შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს და ამასთანავე დიდი ადამიანური თვისებებით გამოირჩევა. უბრალოდ საზოგადოებაში არსებულ იმიჯს შენარჩუნება ჭირდება და ისიც ამას ყოველგვარი პრობლემის გარეშე ახერხებს.

იუვენტუსის 23 წლამდელების ხილვა ძალიან მსურდა და სულ რაღაც მოკლე პერიოდში, თავადაც ხედავთ რომ ძირითად გუნდთთან ერთდ უკვე იმყოფებიან ფრაბოტა, პორტანოვა და სხვა ახალგაზრდები.

იდეა სწორედ ამაშიც მდგომარეობდა, რომ ახალგაზრდებისთვის განვითარების შანსი მიგვეცა და საერთო მოსაზრებით, ახალგაზრდული გუნდის სერია ც-ში ჩართვა იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.

პორტო? ლეონარდო ბონუჩიზე ისიც კი ვიფიქრეთ, იგივე სკამზე დაგვესვა ვიპ-ში.. ეს ხუმრობით.

ლეონარდო ბონუჩი პორტოსთან შეხვედრაში

ჩემპიონთა ლიგაზე იოლი შეხვედრა არ არსებობს, მითუმეტეს ასეთ ეტაპზე. გვჭირდება კონცენტრირება და უფრო მეტის გაღება ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

აქ შენ ერთ შეცდომასაც კი არავინ გაპატიებს, რადგან დრო მიდის და ყოველი უკან მოტოვებული წუთი ნერვიულობას გიზრდის.. ამას კი შეცდომებიც მოაქვს.

იგორ ტუდორი – ანდრეა პირლო

ანდრეა პირლომ თავიდანვე აღგვაფრთოვანა.. მისი იდეები შთამბეჭდავია და სწორედ ამის დახმარებით ჩამოყალიბდა ისეთი სამწვრთნელო პერსონალი, რომლებშიც შევიდნენ ტუდორი, ბარონიო, გალიარდი და ბერტელი.

სამუშაო პროცესი განსხვავებულია და მცირე დეტალებზე გათვლილი. ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს და ისინი როგორც ერთიანი მექანიზმი ისე მუშაობენ.

კარგად ვიცოდით, რომ იქნებოდა სირთულეები, მაგრამ იუვენტუსს ეს არასდროს აშინებდა, რადგან ვიცით სად ვიმყოფებით და სად მივდივართ. 

ადამიანური მიდგომები, ყოველთვის გამოიღებს სასურველ შედეგს. ასე იქნება ჩვენი პროექტის შემთხვევაშიც.”

5 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
3 years ago

ეგ იყო მკაფიო მესიჯი პაულო დიბალას მიმართებაში..ფაქტია ტურინი კვლავ ენდობა ლა-ჯოიას,დანარჩენი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული..მომავალი კაპიტანი?მე პირადად ასეთი მატეის დე-ლიხტი წარმომიდგენია,მენტალურად ძლიერი და გაწონასწორებული,სწორედ ასეთი უნდა იყოს იუვეს მომავალი წინამძღოლი..

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

იმედია

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x