ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

ტურინელებმა გენუაში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს. მართალია სტეფანო სტურარომ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა სათმაშო სურათიდან გამომდინარე შავ-თეთრთა უპირატესობა აშკარა იყო, რომელიც შემდგომ გოლებში კრიშტიანო რონალდუმ გარდასახა.

ახლა კი გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 6 – უმეტესწილად ისვენებდა. სტურაროს დარტყმულზე მისი დადანაშაულება ზედმეტია. ამის შემდგომ იღებს ერთ ბურთს და ისევ ისვენებს.

კუადრადო – 6.5 – შესაძლოა ამ შეხვედრაში შემტევი კუთხით მაინც და მაინც არ აქტიურობდა, თუმცა როცა ეს საჭირო გახდა, ჩართო მაღალი სიჩქარე და სწორედ მის წინააღმდეგ წესების დარღვევას მოყვა 11-იანი, რომელიც რონალდუმ გოლად გარდასახა.

ბონუჩი – 6 – უფრო მეტად ზღვარზე თამაშობდა. არ იყო ისეთივე დამაჯერებელი როგორც გასულ კვირაში.. თუმცა, მისი მოედანზე ყოფნა არის სტაბილურობს გარანტი.

დე ლიხტი – 6 – ადმინისტრაციული მოვალეობები, რადგან მეტოქე პრაქტიკულად არ უტევდა.. როცა გადმოდიოდნენ მის ზონაში ჰოლანდიელი ყველაფერს იოლად უმკლავდებოდა.

ალექს სანდრო – 5.5 – სტურაროს ეპიზოდმა მნიშვნელოვნად დააკლო შეფასებაში. ამასთან ერთად ერთად ბრაზილიელმა ძალიან დაცვითი ფეხბურთი ითამაშა.. პირველად მიმდინარე სეზონში.

მაკენი – 6.5 – მისი სახით იუვემ მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელი იპოვა. აბსოლუტურად ყველგან იყო და ყველაფერს ანეიტრალებდა. ასევე ეხმარებოდა პარტნიორებს რთული ამოცანების მარტივად ამოხსნაში.

ბენტანკური – 5.5 – ურუგვაელი როგორც ჩანს ორ ნახევარმცველში თავს მაინც და მაინც კომფორტულად არ გრძნობს. თითქოს ვერ ავლენს იმ პლიუსებს რაც მას გააჩნია.

რაბიო – 5 – მეორე თამაშია ნაკლები ინტენსიურობა შეინიშნება.. შესაძლოა ამ შემთხვევაში გავლენა იქონია პირველსავე წუთებზე მიღებულმა ბარათა.. თუმცა, მისი სიჩქარე არის ავტო-პილოტზე და ოდნავადაც არ უჩქარებს.

მორატა – 5.5 – 61 წუთიდან – ეს ის შეფასება არ გეგონოთ, რომელიც განგაშის გამოძახილია. პირიქით, გამოდის მინდორზე, ბევრს დარბის და ეხმარება თანაგუნდელებს. თუმცა, ბრძოლებს აგებს.. დაველოდოთ ატალანტას.

კიეზა – 6.5 – ყველა ბედნიერია, როდესაც მეტოქის კონტრშეტევას აჩერებს. შესაძლოა მანევრირებაში შედეგიანობა აკლია, თუმცა მუდმივად ქმნის დაძაბულობას. ბევრს მოძრაობს და პირლო მასთან ერთად ნამდვილად ბედნიერია.

დიბალა – 7 – ყველაზე რთულ დროს ბრუნდება და იტანს გოლს. მისმა ბურთმა გარკვეული დაძაბულობა მოხსნა, რომელიც ჰაერში იგრძნობოდა. პარტნიორებს ისევ ექნებათ საკუთარი 10-იანის იმედი.. და რა სასიამოვნო საყურებელი იყო პირლოსთან ჩახუტება!

რონალდუ – 6.5 – საუკეთესო არ არის იმიტომ რომ სცენაზე ამ საღამოს დიბალა ავიდა. თუმცა, მეტოქე მის წინააღმდეგ ყოველთვის დიდი ყურადღებით არის.. არც ჯარიმას ერიდება და არც ზღვარზე თამაშს. თუმცა, პორტუგალიელს ეს არ აშინებს და როცა დგება მომენტი, ორჯერ მოქმედებს ცივსისხლიანად!

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juve2003
Juve2003
3 years ago

ბიჭო ისევ 3 გოლი და 2 პენალტი, ბარსას ფანები ტვინს მოტ*ნავენ მსაჯი პატრონობსო :D :D ისე ყველას გილოცავთ, მოსამატებელი გვაქვს მაგრამ ეგეც იქნება. ისე იმედია პარმა დაატორმუზებს მილანს თორე 6 ქულიანმა სხვაობამ ნერვები დამაწყვიტა :D

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  Juve2003

რატო ნერვიულობ მეგობარო შენ აამაზე ნეტა

Rati forzaa
Rati forzaa
3 years ago

Tu araa sanerviulo elis bolos daganaxebt))

batumski
batumski
3 years ago

კუადრადო იყო ჰიპერ აქტიური..მთელი ფლანგი ებარა ..

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x