ჰალანდი:”იუვენტუსი? ახლა ბორუსიაში ვარ”
ტურინში გამართულ ყოველწლიურ Golden Boy -ზე, აღნიშნულ ნომინაციაში დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა გაიმარჯვა.
ტუტოსპორტმა 2020 წლის გამარჯვებულთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:
“ეს საპასუხისმგებლო წოდებაა და იმედი მაქვს საკუთარი კარიერით ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხებ.
მსგავსი ჯილდოები მოტივაციის იდეალური საშუალებაა და ტემპის დაგდებას ნამდვილად არ ვაპირებ. წინ დიდი მიზნები მაქვს, რომელსაც ნაბიჯ ნაბიჯ მივუყვები.
მინო რაიოლა მსოფლიოში საუკეთესო აგენტია და ძალიან გამიმართლა, რომ საფეხბურთო სამყაროში მასთან ერთად ვიმყოფები. ეს ასე გაგრძელდება მომავალშიც.
ვიყავი თუ არა იუვენტუსში გადასვლასთან ახლოს? მე ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, რომ ახლა ბორუსიას რიგებში ვარ და თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ.”
მინო რაიოლამ მის სიტყვებს დაამატა, რომ მომავალში არაფერია გამორიცხული:
“დიდებული ფეხბურთელებით იტალიაში ყოველთვის ინტერესდებოდნენ.. ეს ინტერესი ორმხრივია და თავად ფეხბურთელებსაც სურთ აქ ყოფნა, რადგან აპენინური მაგია გასაოცარია.
ამიტომაც არ ვიცით მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები.. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.”
მაგარი კი იქნება