ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

CalcioMercato ჰუსემ აუართან დაკავშირებით

ჰუსემ აუარის შეძენა იუვენტუს ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა, მაგრამ მაშინ აქცენტი ანდრეა პირლოს ნება სურვილით, სხვა პოზიციის გაძლიერებაზე გაკეთდა და კლუბში ფედერიკო კიეზა ჩაირიცხა.

ახლა კი აუართან დაკავშირებით, როგორც ჩანს სიტუაცია მეტად გართულებულია.

საქმე იმაშია, რომ ბიანკონერის შუახაზელზე უარი არ უთქვამს, მაგრამ საქმეში პსჟ ჩაერთო კილიან მბაპეს თხოვნით.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ პარიზელთა გააქტიურება მბაპეს დამასახურებაა უცნობია, თუმცა სხვა მხრივ ინტერესი რეალურია და კლუბის წარმომადგენლებმა ფეხბურთელის აგენტთან კონსულტაციები უკვე გამართეს.

ტურინელთათვის ალტერნატიულ ვარიანტად ისევ და ისევ მანუელ ლოკატელი რჩება, რომელმაც სასუოლოში კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო მატჩებში დიდად მოსაწონ ფეხბურთს ვეღარ აჩვენებს.

2 thoughts on “CalcioMercato ჰუსემ აუართან დაკავშირებით

  1. რა ლოკატელი იქ ხოარ აქვთ ამათ!ნორმალური ნახეთ ვინმე ვინც ბურთს დაიჭერს და პასს გააკეთებს!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.