ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport:”სიტუაცია დელ პიეროს მსგავსია?”

ანდრეა ანიელი

Tuttosport -მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ანიელი-დიბალას თემას შეეხო:

“ანდრეას გუშინდელი კომენტარი იყო ხისტი, მკაფიო და გარკვეულწილად ულტიმატუმის მიმცემიც.

კლუბმა გადადგა ნაბიჯი და არგენტინელს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შეთავაზა. უფრო მეტიც პრეზიდენტმა ლა ჯოია კლუბის მომავალ კაპიტნად მიიჩნია, თუმცა აქ ბევრი ნიუანსია.

იუვენტუსს სურს, რომ ახალ ეპოქაში უკვე შემდგარ სუპერ ვარსკვლავ კაპიტანთან ერთად დაიწყოს მიზნის მიღწევები. სწორედ ამიტომაც მიანიშნა ანდრეამ რომ პაულო ჯერ კიდევ არ შედის ტოპ 5-ეულში და კარგი იქნება თუ აქ შესასვლელად უფრო მეტს გაიღებს.

გაიხსენეთ 2010-12 წლები.. როგორი ცივი ომი მიმდინარეობდა პრეზიდენტსა და იუვენტუსის მაშინდელ კაპიტანს შორის..

თუმცა, ეს სიტუაცია რამდენადაც გავს იმდენად განსხვავებულია.. დიბალა ახალი ალესანდრო დელ პიერო ნამდვილად არ არის.. მას არ გაუღია გუნდისთვის ამდენი.. არ ულიდერია და საერთოდაც, იუვენტუსს ახალი დელ პიერო ასე მალე აღარც ეყოლება.

დიბალა – დელ პიერო

ერთი სიტყვით ანიელის კომენტარი გულისხმობს არა ეკონომიკურ საკითხებს, რომლებიც უდაოდ დაკმაყოფილებულია იუვენტუსის მხრიდან საკმაო დონეზე, არამედ სპორტულ ასპექტებს!

იმისათვის, რომ გახდე სუპერ ვარსკვლავი, საჭიროა ფენომენალური ასპარეზობა მატჩიდან მატჩამდე. სწორედ ამას ელოდება ანიელი დიბალასგან.. სურს, რომ არგენტინელმა ერთხელ და სამუდამოდ შეაღოს კარი განსაკუთრებულებს შორის.

თუ ეს მოხდა, მაშინ დიბალას წინ ყველა კარი გაიღება და კლუბიც მშვიდად გაუყვება ტიტულებისკენ გზას ახალ კაპიტანთან და ლიდერთან ერთად!”

3 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
4 years ago

ვის ადერებ შენ ვერ ხარ დალეგებული ჭკუის მეორე დელპიერო იუვეში ვერ იქნება ვერც მეორე ჯიჯი და ვერც მეორე ნედვედი შეაფესე ლოგიკურად ყველაფერი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x