ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ანდრეა პირლო და მისი გუნდი ხვალ ჩვენი დროით 21:30 -ზე ტურინში ბერგამოს ატალანტას უმასპინძლებენ.

გთავაზობთ ბიანკონერის მთავარი მწვრთნელის ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“ჩვენ დავუპირისპირდებით გუნდს, რომელიც ბოლო რამდენიმე სეზონია მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს, როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

აქედან გამომდინარე, განწყობა უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენ რეალურად ვეთამაშებით ტოპ კლუბს.. 

გასპერინის სპეციფიკური იდეები გააჩნია და ჯერ კიდევ იუვენტუსის ახალგაზრდული გუნდიდან მოყოლებული, ყველგან ნაყოფიერად მუშაობს. 

იდეები რომელიც აქ მოსვლამდე გამაჩნდა, თანდათანობით რეალობას ემსგავსება. გუნდი მალე იბრუნებს ბურთს და ცდილობს თამაშის ტემპის გაკონტროლებას.

თუმცა, პრობლემა რჩება ტექნიკური კუთხით.. უაზრო ბურთებს ვკარგავთ, რომლის დაბრუნებისთვის რიგ შემთხვევაში იმაზე მეტ დროს ვხარჯავთ ვიდრე ეს მიზანშეწონილია. 

ფეხბურთელებს მუდამ ერთსა და იმავეს ვუმეორებ – კონცენტრირება! თუ შენ მთელი 95 წუთის მანძილზე არ ხარ 100%-ით კონცენტრირებული, მაშინ დიდ პრობლემებს უნდა ელოდო.. 

სამწუხაროდ თამაშის გარკვეულ მონაკვეთებში თითქოს გვეძინება და ამით მეტოქე მუდმივად სარგებლობს. შეუძლებელია ეს ყოველივე დიდხანს გაგრძელდეს. ამიტომაც ვესაუბრები მუდამ, რომ საქმისადმი მიდგომა უნდა იყოს დიდი პროფესიონალიზმით სავსე. წარმატება მხოლოდ ასე მიიღწევა.

პორტო? ვფიქრობ ამისთვის ახლა იდეალური დრო არ არის. ჯერ სერია ა-ში გვაქვს საქმეები გამოსასწორებელი და ჩემპიონთა ლიგაზე მაშინ მოვახდენთ ყურადღების გაზრდას, როცა დრო დადგება.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
4 years ago

იმედია დღეს დამაჯერებლად მოიგებენ

Juve92
Juve92
4 years ago

მეც მგონია რომ მოიგებენ,მაგრამ ეს ნახევარდაცვა ვერ დალაგდა და მთავარი სუსტი წერტილია გუნდის

ბაქარი
ბაქარი
4 years ago
Reply to  Juve92

იმედია მალე დალაგდება მეგობარო

maradona73
maradona73
4 years ago

სერიოზული კონფლიქტი ჰქონიათ გასპერინის და გომესს, ნეტა რა ვერ გაიყვეს?

შეიძლება გომესმა დატოვოს კლუბიო …

maradona73
maradona73
4 years ago
Reply to  Dutch

გუნდის კაპიტანია და ლიდერი, ცუდი იქნება თუ წავა.

maradona73
maradona73
4 years ago

აბა შენ იცი პირლო, ჰა ბურთი და ჰა მოედანი, დაალაგე თამაში )

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x