ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport -ი სავარაუდო სასტარტოს აქვეყნებს

დღეს, ტურინში ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ჩვენი დროით 21:30 -ზე იუვენტუსი და ატალანტა წარსდგებიან.

მაშინ როდესაც ბერგამოელებს შიდა პრობლემები აქვთ, რომელიც გამოწვეულია მთავარ მწვრთნელსა და გუნდის კაპიტანს შორის არსებულ არაჯანსაღ ურთიერთობაში, ტურინელები პირიქით პოზიტიურ ტალღაზე იმყოფებიან და სურთ ეს წარმატებული გზა მეტად გააგრძელონ.

Tuttosport -ის მტკიცებით, ბიანკონერი კვლავინდებურად 4-4-2 სქემით იასპარეზებს, რომელიც ტურინელთა შეტევისას ფორმირდება 3-4-1-2 –დ, ხოლო მეტოქის პოზიციური შეტევის დროს ზემოთხსენებულ 4-4-2 მოდულზე დგება.

კარს ამჯერადაც პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.

მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადო იქნება. სხვათაშორის მასთან დაკავშირებით სიახლეებია. კოლუმბიელის კონტრაქტი ძალაში 2022 წლამდე არის და კლუბის მის გახანგრძლივებაზე უკვე აქტიურად მუშაობს.

ცენტრალურ დუეტს ისევ და ისევ ლეონარდო ბონუჩი – მატეის დე ლიხტი შეადგენენ.

მარცხენა ფლანგზე ალექს სანდროს დასვენების საშუალებას მიცემენ. მას მისივე თანამემამულე დანილო შეცვლის.

შუახაზში მარჯვენა ფლანგზე აარონ რემზი იქნება. ეს ალბათ მეტოქის პოზიციური შეტევის დროს, რადგან როდესაც ბურთით იუვენტუსია, უელსელი ფორვარდებს უკან ირჯება.

მასთან ერთად ნახევარდაცვაში დიდი ალბათობით არტურს, უინსტონ მაკენს და ფედერიკო კიეზას ვიხილავთ.

თავდასხმაში სასტარტოში ალვარო მორატას დაბრუნებას უნდა ველოდოთ, რომელიც კრიშტიანო რონალდუს შეუწყვილდება.

თამაშის პირდაპირი ტრანსლაციის და ტურინელთა ოფიციალური სასტარტო შემადგენლობას მატჩის დაწყებამდე ცოტახნით ადრე ჩვენს საიტზე გამოვაქვეყნებთ.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

2 ტაიმი რა ჯანდაბა იყო ის პენალი კი საერთოდ რა დაარტყა ვინმემ გაიგეთ

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ხო იმენა ჩავისვარეთ კინაღამ წავაგეთ რა მოგება.მორატა ბევრად უფრო ადრე უნდა გაეყვანა ვაფშე არ წაუვიდა თამაში.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

აბა მართალი ხარ კიდე რანაირი პენალი დაარტყა იმ დებილმა ყველა იღებდა მოკლედ წელს სერია აში რომელ ადგილზე გავა იუვე თვითონ არ იციან პირლო წელს ლიგა თუ არ დადე შენი ნებით წახვიდე ჯობია

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

თან დღეს ისეთი თამაშებია შეილება რომელიმემ გატეხოს უნდა მოგვეგო რა ძაან სამარცხვინოდ ვითამაშეთ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

რა კარგად დავიწყეთ მორატას გაფუჭებულ მომენტს თუ არ ჩავთვლით გატანილი გოლის შემდეგ საერთოდ დავიკარგეთ ტრადიციად გვექცა :D 1 გოლი კიდე გვინდა უეჭველი.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

სეტანტა ჯორჯია 1 უჩვენებს

omar sivori
omar sivori
3 years ago

ადმინ, გთხოვთ გაითვალისწინოთ გულშემატკივრების ინტერესი და დადოთ პირდაპირი ტრანსლირების ბმული. ეს იუვეს საიტია და არ უნდა იყოს სათხოვარი ლინკის დადება

omar sivori
omar sivori
3 years ago

სადააა ლინკი??

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

რა ლამაზად მიართვა პირლომ ატალანტას მაშინ https://www.youtube.com/watch?v=Tp0z3L1pLXA :D

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

კაი ამ სანდროს კიდე იმდენჯერ ასვენებენ და კუადრადო კიდე სუ ძირითადში ყავს.მაგარი ძალების დაზოგვაა ხო იცით :) სარის დროსაც ასე იყო თუ კარგად მახსოვს.თვითონც ხვდებიან რო მაგ კაცს შემცვლელი ჭირდება რას ელოდებიან ვერ ვხვდები.ატალანტას უნდა დავაღუნოთ ბურთი!

Juve92
Juve92
3 years ago

მორატას გოლი მგონია ამ თამაშში და საერთოდ იუვეს მოგება

maradona73
maradona73
3 years ago

ონლაინ მუშაობამ ისე გამომფიტა ფსიქოლოგიურად და მორალურად (დილის 9 საათიდან უნორმატივოდ), რომ თუ რამე არ ჩაურტყი თამაშის ყურების მუღამს ვეღარ ვიჭერ უკვე.

ჩინელებს მოვუ**ან …………

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago
Reply to  maradona73

ხო ეგ მართლა მასეა ძაან გამოკეტილი როცა ხარ ტვინი არ მუშაობს გარეთ გადიხარ და ყველაფერი გეუცნაურება დ… შ.. მართლა

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

არ გეთანხმები საერთოდ კი ვარ მშვიდათვ ვკითხოლ საიტზე სიახლებს ვკითხულობ წიგნებს ფეხბურთზე სამუშაო ჯერ ჯერობით მე არ მაწუხებს გარდა ბოდილიაც არ მიყვარს თვეში სამჯერ ხვდებით მეგობრები ერთმანეთს გოგოც და ბიჭიც სადმე რესტორანში და იქ ვნახულობთ ერთმანეთს ნუ ამ პანდემიას გამო აღარ გამოდის ფულს თავისთავად ყველა თავისავს დებს ღვინო მეგობარს მოაქ და არც დიდი თანხა გვჭირდება ასე შესაკრებად მალე მომიწევს მე მუშაობის დაწყება თუმცა ყოველთვის მეცლება რაც ჩამოვთვალე იმისთვი რადაგან ჩემი თავის უფროსი თვითონ ვიქნები იქ სადაც უნდა დავიწყო მუშაობა

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

არ ვიცი მე მპასუხობ თუ მარადონა73 მარა მე ჩემსას გეტყვი
დალევით მე პირადად ნამდვილად არ ვსვავ არც ეხლა არც ადრე მოწევითაც არასდროს მომიწევია. დაახლობით ვხვდები მარადონა როგორც გრძნობ თავს და მაგაზე ვუპასუხე.დალშე შენ რაც ჩამოთვალე მეც მაგდაგვარად ვატარებ დროს. გარეთ გასვლითაც ყოველ დღე არც ადრე გავდიოდი უფრო სამუშაოს გამო გავდივარ.ნუ რაღაც პროცენტით ყველას აწუხებს დღევანდელი სიტუაცია ლოგიკურიცაა :)

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

შენ გპასუხებდი მეგობარო მოწევით ნამდვილად არ ვეწევი აი დალევა კი მიყვარს და რა ვქანა არ შემიძლია სხვანაირად ერთი ვისვენებ იმ დღეს როცა ჩვენი გუნდის თამაშია

maradona73
maradona73
3 years ago

კულუსამ კარგად დაიწყო და მერე რაღაც ჩაიკარგა, იმედია მეორე ბერნარდესკი არ გამოდგება.

batumski
batumski
3 years ago

ღია და სანახაობრივ თამაშს ველოდები,მთავარია ბურთი გვეჭიროს,აქტიური პრესინგი და მაქსიმალური კონცენტრაცია,ისე რომ ბალანსი დაცული იქნას ზონებს შორის..წარმატებები ბიჭებს..

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x