ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ატალანტასთან გამართული დაპირისპირების შემდეგ:
შესნი – 7.5 – საუკეთესო იუვენტუსის რიგებიდან! ფროილერის გოლში მისი ბრალეულობა არ არის. სამაგიეროდ ჯერ რომეროს აუღო, შემდეგ ეწევა საპატას და ბოლოს საიმედოა პაპუ გომესის დარტყმულზე.
კუადრადო – 6 – ჩვეულად ზუსტი არ ყოფილა. უცხოც კი არის მიმდინარე სეზონში კოლუმბიელის ასეთი ასპარეზობა. დაცვაშიც ბევრი ხარვეზი დაფიქსირდა.
დე ლიხტი – 6.5 – მატეისი საპატას თითქმის ყველა ორთაბრძოლას უგებს, ერთის გარდა, როდესაც შესნი ყოჩაღობს. სხვა მხრივ არ რისკავს, თამაშობს ყურადღებით და კარგად.
ბონუჩი – 6.5 – ამჯერად საპატას მისთვის ჯოჯოხეთი არ მოუწყვია, რაც დიდწილად დე ლიხტის დამსახურებაა. სხვა მხრივ უშეცდომოდ ირჯება და მატჩის მიწურულს გომეს ორჯერ დაუბლოკა სახიფათო დარტყმული.
დანილო – 6 – ბევრი შეცდომა ნამდვილად არ დაუშვია. მალინოვსკის დამსახურებით ბევრჯერ რისკავს.. შეტევაში კი მხოლოდ ერთხელ წავიდა და მისი დარტყმული ატალანტას მეკარემ მოიგერია.
არტური – 6 – სანამ მოედანზე იყო ბურთს კარგად აკონტროლებდა. ტემპიც ეჭირა და მანევრირებაც მშვენიერი იყო. სამწუხაროდ რომეროსთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
რაბიო – 27 წუთიდან – 5 – ბევრი ართმევა, ამოტანა.. მაგრამ ძალიან გულუბრყვილოდ მოქმედებს ფროილერის ეპიზოდის დროს.
ბენტანკური – 6 – არტურის მოედნიდან გასვლის შემდეგ, მცველების წინ სწორედ ის დგება და ასრულებს საკუთარ საქმეს მშვიდად, თუმცა ზედმეტი და მოულოდნელი არაფერი გაუკეთებია.
მაკენი – 6.5 – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკელი ამ საღამოს ტურინელებისგან საუკეთესო იყო შუახაზში. ბევრი მოძრაობა.. ინციატივაც კი, რომელიც რამოდენიმეჯერ არაზუსტად დასრულდა, მაგრამ რაც კი საინტერესო ხდებოდა, მისი დამსახურება იყო.
კიეზა – 6.5 – პირველ ნახევარში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა და ისიც რა მომენტში! თვად შეიქმნა მომენტი და ყუმბარისებული დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში თვადვე მოიპოვა 11-იანის დარტყმის უფლება, რომელიც რონალდუმ გააცუდა.
ალექს სანდრო – 75 წუთიდან – 5.5 – დიდი სურვილი და ნაკლები სიზუსტე.
რონალდუ – 4.5 – იუვენტუსის რიგებში ალბათ ყველაზე სუსტი თამაში პორტუგალიელის შესრულებით. პირველ ნახევარში ხელსაყრელ შანს უშვებს, ხოლო მეორე 45 წუთში 11-იანს აფუჭებს. განახლებული ინფორმაცია: დიახ, ასეთი რამეც ხდება და რონალდუც ეთიშება მატჩს.
მორატა – 5 – ბევრი მოძრაობა. თამაში რონალდუზე და დანარჩენ პარტნიორებზეც.. თუმცა, უჩვეულოდ ნერვოზულია და ამასთანავე ხელიდან უშვებს არაერთ იდეალურ მომენტს გოლის გასატანად. თითქოს ესპანელში ვიღაც ჩასახალდა, რომელიც მინდორზე განრისხებული გამოვიდა.