ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაულო დიბალას ვრცელი ინტერვიუ

გთავაზობთ პაულო დიბალას ვრცელ ინტერვიუს, რომელიც არგენტინელმა Junior Reporters -თან ჩაწერა:

“უდაოდ რთული იყო ადრეულ ასაკში მშობლიური ადგილის დატოვება. თუმცა, ოცნებისკენ სწრაფვა ყველაფერს უფრო იოლს ხდის..

მქონდა მიზანი, რომლისკენაც მივდიოდი. ნებისმიერი ადამიანისთვის ეს ფუნდამენტური რამ არის. მთავარია არასოდეს დანებდე და ყველაფერი კარგად იქნება.

მოედანზე გამოსვლის წინ ხელებს ზემოთ ვწევ და მამას გვერდში დგომას ვთხოვ. დარწმუნებული ვარ იგი ჩემს ყოველ მოქმედებაში იღებს წვლილს და მეხმარება.

ხშირად მეკითხებიან, რომ არა ფეხბურთელი რა პროფესიას ავირჩევდი და სიმართლე გითხრათ ახლა უკვე წარმოდგენაც არ მაქვს. ფეხბურთს ხომ მთელი ჩემი ცხოვრებაა ვთამაშობ.. პატარა ასაკიდანვე მოვხვდი გუნდში და პროგრესირება არ შემიჩერებია.

ჩემი ნიღაბი? გლადიატორები ყოველთვის მიზიდავდნენ.. ისინი გამოდიან საბრძოლველად და სახეზე მუდამ ასეთი ნიღაბი უკეთიათ. რთულ პერიოდში ვიფიქრე, რომ ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დამეხმარებოდა. 

მომეწონა ასეთი სახის შეტყობინების გაგზავნა ყველასათვის.. არამარტო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფეხბურთით ცხოვრობენ.

იუვენტუსში მოხვედრა ოცნების რეალიზება იყო. პირველი პრესკონფერენცია, წარდგენა და ეს დაუვიწყარი წუთები! გარდა იმისა, რაც მოედანზე მაქვს გატარებული. იმედი მაქვს ამ მაისურით ბევრ გოლს გავიტან, რითაც გულშემატკივრებს სიხარულს მივანიჭებ.

განსაკუთრებულად ველოდები ასევე იტალიის სუპერ თასს, რომელიც ნაპოლის წინააღმდეგ გაიმართება.

ჩემი ბავშვობის კუმირი რონალდინიო იყო. საერთოდაც ადრეულ ასაკში ფორვარდათ ვთამაშობდი ტაქტიკაში, რომელიც სამი შემტევისგან შედგებოდა.

დიდი განსხვავებაა როდესაც ფეხბურთის თამაში მეგობრების გარემოცვაში გიწევს და სულ სხვაა, როცა იზრდები და პასუხისმგებლობა არნახულ საფეხურზეა. შენ თითოეულ ნაბიჯზე ფიქრობ და აქ მხიარულება კლებულობს.

გაქვს კონკრეტული მიზანი და მას მშვიდად უნდა გაუყვე.. სხვაგვარად მიზნის რეალიზება რთულდება.

რას ვურჩევდი მოზარდებს, რომლებმაც შემდგომში ჩემი ადგილი უნდა დაიკავონ? ფეხბურთი ბედნიერებაა.. მაქსიმალური მხიარულება თამაშის დროს! ბევრი გატანილი გოლი და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. ასევე ბევრი ვარჯიში.. თუმცა, მხიარულება თამაშის დროს არ უნდა დაავიწყდეთ!

სანტა კლაუსი რომ ვიყო ბავშვებს რას ვაჩუქებდი? ბევრი რამ არის რასაც პატარები იმსახურებენ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ბედნიერება! ოჯახურ გარემოცვაში ყოფნა და მხიარულება. ეს არის უმნიშვნელოვანესი ასპექტები.

ჩემი პოზიცია? ხშირად შემიცვლია.. თავიდან მარცხენა ფორვარდი ვიყავი, შემდეგ ცენტრში შევიწიე.. უფრო მერე უკან დავიხიე და ახლაც განსხვავებულ ამპლუაში მიწევს ასპარეზობა.

ორი ყველაზე დიდი ოცნება მაქვს – ჩემპიონთა ლიგის მოგება იუვენტუსის მაისურით და მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებთან ზეიმი!

10 ნომრიანი მაისური იუვენტუსში მაგიურ ძალას ფლობს.. მისი ტარება იოლი არ არის და როდესაც შემომთავაზეს, ბევრი ვიფიქრე ამ გადაწყვეტილებაზე. თუმცა, მერწმუნეთ ემბელის ტარება კიდევ უფრო რთულია.. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა! შენ ნებისმიერ დროს უნდა იყო მზად, გუნდისთვის ყველაფერი გაიღო.

მას შემდეგ რაც იუვენტუსმა დამირეკა, თავიდან ვიფიქრე რომ ხუმრობდნენ.. თუმცა, როდესაც დავრწმუნდი, აგენტს ვთხოვე ყველა სხვა წინადადება დაებლოკა და მარტო იუვენტუსზე მოეხდინა კონცენტრირება.

კარიერის შემდეგ მწვრთნელობაზე ან კლუბში რაიმე თანამდებობაზე თუ მიფიქრია? მსოფლიოს რასაც ვეცნობი, საინტერესო სფეროებს ვნახულობ და ეს ჩემში დიდ ინტერეს იწვევს.. ამ სფეროებს ფეხბურთთან არანაირი კავშირი არა აქვს.

ფაქტია, მწვრთნელის საქმიანობა დიდ ენერგიას და ცოდნას მოითხოვს. ეს არ არის იოლი პროფესია და მას სათანადო მიდგომა ესაჭიროება.

მოუთმენლად ველი გულშემატკივრების დაბრუნებას ჩვენს სტადიონზე. ეს არის ულამაზესი არენა და აქ გატანილი გოლი, გამარჯვების ფანებთან ერთად აღნიშვნა უდიდესი ბედნირებაა!”

4.2 5 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ალექსანდრე
ალექსანდრე
3 years ago

და ეს ვაჭრობს ფულზე?ამას აქვს ხელფასის მომატებაზე პრეტენზია?იმენა სულით იუვენტინოა დიბო,და ვისაც გჯერათ რომ ასე არაა ფანობაზე აღარ ილაპარაკოთ!

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x