ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო პარმასთან მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობს

იუვენტუსი სერია ა-ს მორიგ ტურში პარმას დაუპირისპირდება. შეხვედრა ჩვენი დროით 23:45 -ზე დაიწყება.

გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით თავს მშვენივრად ვგრძნობთ და ატალანტასთან მატჩმა ეს ყველას ნათლად დაანახა.

მთელი მატჩის განმავლობაში კარგი ტემპი გვეჭირა, ხოლო რიგ მომენტებში მეტოქეს ფიზიკური მომზადებით ვჯაბნიდით კიდევაც.

პარმა კარგი გუნდია.. ეს იქნება ტიპიური მატჩი, სადაც მეტოქე თავს დაიცავს და კონტრშეტევების იმედად დარჩება. მითუმეტეს ფლანგებზე ჟერვინიოს და კარამოს სახით პროდუქტიული ფეხბურთელები ყავთ.

ამასთან ერთად მათი ბოლოდროინდელი შედეგებიც არ უნდა დავივიწყოთ. ჯენოასთან და მილანთან მათი ნაყოფიერი გარჯა შესაბამისად დაფასდა. ახალი მწვრთნელი ყავთ და ფიზიკურ კონდიციებს მალე იღდგენენ.

ლივერანის კარგად ვიცნობ. ეს არის კარგი იდეების მატარებელი თავკაცი. ფეხბურთელობისას, სანამ ბურთს მიიღებდა უკვე შიფრავდა მომდევნო მოძრაობებს. ასე რომ საინტერესო და დინამიურ შეხვედრას ველი.

ატალანტასთან დაფიქსირებულმა შედეგმა გამაბრაზა. ეს იყო მატჩი, სადაც გამარჯვებას ვიმსახურებდით და ყველაფერი საკუთარი შეცდომების გამო გავუშვით ხელიდან.”

25 thoughts on “ანდრეა პირლო პარმასთან მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობს

  1. გილოცავთ!
    მორატამ ძაან მაგარი შეაგდო მაქედან თავით კი არა ფეხით ვერ გააქ ზოგს :D
    ბერნარდესკის საერთოდ რა როლი აკისრია ვერ ვხვდები.

  2. ჯიჯის ხათრით ვუყურე და არ შევმცდარვარ, ასე არ მისიამოვნია იუვეს თამაშით კაი ხანია.
    ჯერ პირველი ტაიმი იყო, მაგრამ გაკლასეს რა.

    ბონუჩიმ კიდევ მერამდენე გოლი გააფუჭა, დაეტიე დაცვაში შეჩემა )

  3. აუფფფ რა გაურჭეს ბავარიას, ყოველთვის მსიამოვნებს ამათი წაგება )

    შიკმა გაურჭო, ჩვენ რომ უნდა გვეყიდა და სამედიცინო შემოწმება რომ ჩააგდო.

        1. ვაა რითი დაგეხმარო მეგობარო მე ვიცი ერთი საყურებელი საიტი და სინჯე იქნებ მიაგნო კარგ ხარისხის fromhots. com

          1. მადლობა მეგობარო, ერთი მიკვირს, რას შვება ადმინი, რატომ უნდა იყოს პრობლემატური დაიდოს ლინკი??

          2. არაფრის მეგობარო რა მადლობა ამდენხანს საიტის ადმინისტრაციას არ ჭირდებოდა თხოვნა საყურებელი ლინკების დადების იმედია უბრალოდ გადაღლილებები არიან მუშაობით და ავიწყდებათ თორე სხვა მიზეზი არ ვიცი რა უნდა იყოს ის რო ახლა დავითი და სხვები სპეციალურად არ დებენ ლინკებს საყურებელს მაგას ვერ დავიჯერებ რადგან ამ საიტზე ყველა კაცია და ყველა იუვეს ერთგული ბალეშიკი

    1. თუ არ დაიდება ლინკი, livetv დაგუგლე და რამეს გადააწყდები ნორმალური ხარისხით.
      ყურებას არ ვაპირებ უნდა დავიძინო, თორემ არ დაგზარდებოდი ძმაო.

  4. რეალობას თვალს რო არ უსწორებს ეგაა ყველაზე ცუდი სად დაინახა გუნდის კარგი თამაში კინაღამ წავაგეთ.კიბატონო კარგი გუნდია ატალანატა მაგრამ იუვესთან ახლოსაც ვერ მივა და რანაირი ფეხბურთი ვითამაშეთ.არაფრით არ იყო ნაკლები ჩვენზე ატალანტა. გოლის შემდეგ ისე გვეთამაშნენ გეგონება არც არაფერი მომხდარაო.

  5. არ მჯერა მე პირლოს სამწვრთნელო შეძლებლობების.

    ლიგაზე ხო არაფერი გვესაქმება, მაგრამ ოთხეულში მოხვედრაც ეჭვის ქვეშ არ დააყენოს თავისი ზაიობებით.

    1. პირლოს დიდი ტრენერობა არ ვიცი მარა წელს ოთხეული და ლიგის დადება რო შეძლოს ხმის ამომღები აღარ ვარ

  6. მაკენი აშშ-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა..სადღაც სასიამოვნოა იუვეს ფეხბურთელის აღიარება..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.