ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებები პარმას წინააღმდეგ

იუვენტუსმა პარმასთან შეხვედრაში ენიო ტარდინიზე დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია.

ტრადიციულად გთავაზობთ მატჩისშემდგომ შეფასებებს, რომელიც გამომცემლობა La Stampa -მ გამოაქვეყნა:

ბუფონი – 6.5 – 9162 დღის წინ შედგა პარმას მაისურით მისი დებიუტი და ჯიჯი ისევ კარშია, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ. საიმედო ასპარეზობა და დირიჟორობა მეკარის საჯარიმოდან.

დანილუ – 6.5 – საიმედო და პირლოს ტაქტიკაში ფარული ლიდერი, რომელიც მწვრთნელის დავალებებს იდეალურად ასრულებს.

ბონუჩი – 6.5 – განსხვავებით წინა შეხვედრისგან, ამჯერად ლეო საიმედოა ყველა მოქმედებაში და ირჯება როგორც ნამდვილი კაპიტანი.

დე ლიხტი – 7 – მისი დაბრუნების შემდეგ, იუვეს დაცვამ მეტი სიმყარე მოიპოვა. ფაქტია, ვან დაიკთან ერთად ჰოლანდიის ნაკრები მოახლოებულ სანაკრებო ევროპულ ფორუმზე ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ დუეტს შექმნის.

ალექს სანდრო – 7 – საგოლე გადაცემა კულუსევსკიზე და საერთოდაც, გასულ მატჩში უფრო მეტად შეტევაზე იყო ორიენტირებული და დავალებას თავი კარგად გაართვა.

კულუსევსკი – 7 – ჩაგდებული შეხვედრების შემდეგ ბრუნდება და კარგ თამაშს აჩვენებს. პირლომ რამდენიმეჯერ თითიც კი დაუქნია, რათა შვედი ტაქტიკურ კურს არ გადახვეოდა.

მაკინი – 7 – უინსტონი 2020 წლისთვის ჯერ კიდევ რჩება საუკეთესო ამერიკელ ფეხბურთელად. გარანტი ყველა მოქმედებაში.

ბენტანკური – 7 – პარმას წინააღმდეგ ყველაფერს იდეალურად ასრულებს. დირიჟორობს გუნდის ტემპს და ეხმარება თანაგუნდელებს შემტევი ფეხბურთის კომბინირებაში.

რემზი – 7 – საგოლე გადაცემა რონალდუზე – ეს იყო უელსელის საუკეთესო კადრი იუვენტუსში.. მისი უდაოდ კარგი ვარიანტი. სულ უფრო და უფრო კარგად ჯდება ბიანკონერის სქემაში.

ბერნარდესკი – 68 წუთიდან – 6.5 – შემოდის და აკეთებს იდეალურ გადაცემას მორატაზე, რომელიც გოლით სრულდება. დიდი ალბათობით დატოვებს კლუბს, მაგრამ ჯერჯერობით ცუდად არ გამოიყურება.

მორატა – 7 – ჯერ რონალდუს გაატანინა, ხოლო შემდეგ თავადაც შეაგდო. ეს უკვე მისი მე-10 გოლია სეზონში.

რონალდუ – 7.5 – AIRRONALDO ფორმაშია! ორი გატანილი გოლით ყველას დაანახა, რომ არანაირი კრიზისი არა აქვს.

პირლო – 7.5 – ეს იყო იუვენტუსი რომელიც მას ყველაზე მეტად სურს.. გლობალური, ცივსისხლიანი და ძალიან კონცენტრირებული. დირიჟორი კარგი ორკესტრით.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
4 years ago

კარგია რო მოვიგეთ დამაჯერებლად.სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად. მაინც ვერ მოითმინა და კუადრადო შემოიყვანა.ბერნარდესკიზე კიდე თავისფულად შემიძლია ვთქვა რო იუვეს ზამენასაც არ იმსახურებს.

maradona73
maradona73
4 years ago

ბუფონსი თამაშია განსაკუთრებით აღსანისნავი ამ ასაკში, საღოლ უბერებელო ჯიჯი!

ბაქარი
ბაქარი
4 years ago
Reply to  maradona73

ეს უბერებელია მართლა როგორც ჩანს

ბაქარი
ბაქარი
4 years ago

მოკლედ გილიცათ ყველაფერი კარგი იყო

maradona73
maradona73
4 years ago

მოკლედ სტაბილურობა და შეთამაშება უნდა გუნდს.

კრიტიკულ სიტუაციებშიც გაჭედვებს უნდა მოეშვას პირლო ზამენებზე.

maradona73
maradona73
4 years ago

ძალიან კარგი იყო მაგრამ სტაბილურობა გვკლია, ერთ კარგ თამაშს ჯერჯერობით ჩავარდნა მოყვება და პირიქით.

წიმა თამაშშივე უნდა დაეყენებინა სანდრო ძირითადში და კვადრადო დაესვა სკამზე.

რემზიც კარგი იყო და რატომ არ შემოიყვანა წინაზე ზამენაზე მაინც ძალიან მიკვირს.

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x