ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო პარმასთან მატჩზე

ანდრეა პირლო კმაყოფილი დარჩა საკუთარი გუნდის ასპარეზობით პარმას წინააღმდეგ.

ბიანკონერიმ მეტოქეს სტუმრად გამართულ შეხვედრაში 4 უპასუხო გოლი გაუტანა:

“ეტაპობრივად ვუახლოვდებით იმ სათამაშო სტილს, რომელიც ჩაფიქრებული გვქონდა. მომწონს, როგორც მოქმედებენ ჩემი მოთამაშეები მაშინ, როდესაც ბურთი მეტოქეს აქვს. 

დღეს პარმასთან პრესინგი იდეალურად მუშაობდა. ბურთს მალე ვიბრუნდებით და სწორად ვათამაშებდით, რითაც ენერგიის დაზოგვაც ხორციელდებოდა.

უინსტონ მაკინი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და მას ყველა შანსი აქვს, მეტად განვითარდეს და ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს საკუთარ პოზიციაზე. 

კრიშტიანო რონალდუ იმედგაცრუებული იყო ატალანტასთან გაფუჭებული 11-იანით.. თუმცა, მას ქონდა დრო ყველაფერი კარგად აეწონ დაეწონა. არასოდეს დაუმალავს გოლის გატანის სურვილი და ეს დღეს ორჯერ შეძლო.

ალვარო მორატა ყოველთვის იყო ჩვენი პირველი არჩევანი. თავიდან ატლეტიკოს მისი გაშვება არ უნდოდა, მაგრამ ჩვენ შტურმზე ვიყავით გადასული. აბსოლუტურად ვიცოდით, რასაც შეგვმატებდა! მითუმეტეს ფსიქოლოგიური კუთხით თუ ყველაფერი რიგზეა, მაშინ მეტოქეს პრობლემები არ აცდება.

ალვარო გაბრაზებული იყო ატალანტასთან მსაჯის მოქმედებებით.. მისი ბრალეულობა კონკრეტულ ეპიზოდებში ასევე იყო, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ რამდენი სასარგებლო მოქმედება შეასრულა.

სიტუაცია ნახევარდაცვაში? ვფიქრობ ყველანი ნახავდით რომ ორით ვუტევთ.. ხოლო მეტოქის შეტევისას უკან სამი იმყოფება.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
omar sivori
omar sivori
3 years ago

პატივცემულო ადმინ, მერამდენედ მოგმართავთ თხოვნით, უმორჩილესად გთხოვთ-დადევით თამაშის ლინკი!! გვეცით პატივი გულშემატკივრებს, გმადლობთ!!

Juve2003
Juve2003
3 years ago

ისე საინტერესოა მარა რა გამოდის ბუფონი როცა თამაშობს მინიმუმ 4 გოლი გაგვაქ და 1-ს გვიუქმებენ? :D :D :D

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ყველა მომენტი გამოვიყენეთ.მორატას სასწაული სიზუსზტე აქ თავით ტიპი სადაც არ უნდა იდგეს 10 თავურიდან 8 კარში მიდის.მაკენიმ მაგრად მოუმატა წინა მატჩებშიც ეტყობოდა.თითქმის ყოველთვის იქ დგას სადაც საჭიროა პასებსაც სწრაფად აკეთებს.ყველა რაღაცას ცდილობს ბერნას გარდა არადა მეტი შეუძლია.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

პირლო არ დამანახო ამაზე ნაკლები იუვე რა კაცურად

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x