ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სისოკო:”პოგბა იუვენტუსში დაბრუნდება”

სისოკო:”პოგბა იუვენტუსში დაბრუნდება”

პოლ პოგბა

საკუთარი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მომო სისოკოს იუვენტუსშიც აქვს ნათამაშები და ფიორენტინას რიგებშიც.

შესაბამისად ექს შუახაზელმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

“ეს მატჩი ყოველთვის განსაკუთრებულია. ფლორენციელებისთვის ფაქტიურად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და ბუნებრვია საოცრად იქნებიან მოტივირებულები.

იუვენტუსი კი იუვენტუსია.. ამ გუნდს რაიმე განსაკუთრებული მოტივაცია არ ჭირდება, რადგან მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გადიან განურჩევლად ვინ არის მათ წინააღმდეგ. 

პოლ პოგბა? ბევრი მითქმა მოთქმაა ატეხილი, რამაც ხელი მინო რაიოლას სიტყვებმაც შეუწყო. ეს საკმაოდ გამოცდილი აგენტია, რომელიც სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის.

აქედან გამომდინარე, მართლა ვფიქრობ რომ ფრანგი ტურინში დაბრუნდება. რაც არ უნდა ითქვას, ფაქტია მანჩესტერ იუნაიტედში ფეხბურთელმა, რომელსაც ყველაფერი ქონდა, ვერაფრით შეძლო იმ სიმაღლეზე ასვლა და განვითარება.”

1 thought on “სისოკო:”პოგბა იუვენტუსში დაბრუნდება”

  1. მეც მგონია რომ მოიყვანენ, შეიძ₾ება ზამთრშიც.

    ზიზუს ეს ცანცარა არ ენდომება, არცა აქვს ცენტრში პრობლემა რეალს.

    ბარსას მაყუთი არ აქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.