ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებები ფიორენტინასთან მატჩში

იუვენტუსმა ფიორენტინასთან შეხვედრაში სრული ფიასკო განიცადა. კლუბმა საკუთარ მოედანზე 0-3 დამარცხდა და პირლოსთვის მთავარი მწვრთნელის რანგში, ეს პირველი იმედგაცრუება გახდა.

გთავაზობ ფეხბურთელების შეფასებებს:

შესნი – 6 – ცოტა რამ თუ შეუძლია. პირველ ნახევარში კასტროვილს კარგი ბურთი აუღო, მაგრამ ალექს სანდროს ავტოგოლის შემდეგ ეს იუვენტუსის საბოლოო გათიშვა იყო.

კუადრადო – 3 – ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი მსგავს რამეს არ უნდა ჩადიოდეს. მან გუნდი უკვე მალევე დატოვა უმძიმეს სიტუაციაში და თითქმის 80 წუთი 10 კაცით ათამაშა კარგად ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც თავდაჯერებულობა სწრაფმა გოლმაც შემატა.

ბონუჩი – 4 – აბსოლუტური კატასტროფა! მარცხდება ყველგან და ყველაფერში. შესაძლოა უკანასკნელი 2 სეზონის განმავლობაში ეს იყო მისი ყველაზე ცუდი ასპარეზობა.

დე ლიხტი – 5 – ბონუჩიზე უკეთესია.. გარკვეული დროის შემდეგ უფრო თავდაჯერებული ხდება და ერთი-ერთზე თამაშსაც ასწორებს. თუმცა საერთო ქაოსიდან გამოსვლა მასაც უჭირს.

ალექს სანდრო – 5 – ავტოგოლში მისი დადანაშაულება რთულია.. კარისკენ მიმავალს, უბრალოდ მოხვდა ბურთი.. მესამე გოლზე კასერესის მისცა საშუალება თავი გამოეჩინა. ცდილობდა წინ რაიმეს შექმნას, თუმცა..

ბენტანკური – 5.5 – მცდელობა, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია. ცენტრში მოქმედებდა და უჭირდა ტემპის დაჭერა და სტაბილურობის შენარჩუნება.

მაკენი – 6 – ცდილობდა თანაგუნდელებისთვის ხელსაყრელი ვარიანტის შექმნას რათა შეტევა განვითარებულიყო. რამდენიმე კარგი ართმევა და მოქმედება. მეორე ნახევარში თითქოს გაქრა.

კულუსევსკი – 73 წუთიდან – 5 – ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს მატჩზე. მის პერიოდში გაიტანა ფიორემ ბოლო ორი ბურთი.

რემზი – შეფასების გარეშე – კუადრადოს წითელს მისი მოედნიდან გაყვანა გამოიწვია. ეს გადაწყვეტილება ბევრ კითხვის ნიშანს სვამს. თუმცა უელსელი მშვიდად იღებს მწვრთნელის გადაწყვეტილებას.

დანილო – 6 – 20 წუთიდან – თავდაჯერებულია და არ უშვებს უხეშ შეცდომებს. მეორე ტაიმში კიდევ უფრო აქტიურობს.

კიეზა – 6 – იუვენტინოებისგან ამ საღამოს უდაოდ საუკეთესო იყო. ბევრს მოძრაობდა და მზად იყო ყველასთვის გაეწვდინა დახმარების ხელი. ორჯერ თავადაც ქონდა შანსი..

რონალდუ – 6 – კოლუმბიელის გაძევების შემდეგ პორტუგალიელმა გუნდის მხრებით წაყვანა განიცადა.. მუდმივად აფხიზლებდა და კონცენტრირებისკენ მოუწოდებდა. რამდენიმე ინდივიდუალური მოქმედებაც შეასრულა, თუმცა.. ეს კოშმარი მასაც შეეხო.

მორატა – 5 – აქტიურად იწყებს, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე სხვა როლში უწევს გადასვლა, რაც მისი ბრალი ოდნავადაც არ იყო.

ბერნარდესკი – 46 წუთიდან – 5.5 – დამუხტულია და კონცენტრირებული. მოედანზე დიდი შემართებით შევიდა. მაქსიმალურად ცდილობდა, მაგრამ თანაგუნდელები არ შეხვდნენ მას ასეთივე ენთუზიაზმით. 11-იანი მოიპოვა, მაგრამ არ დანიშნეს..

27 thoughts on “იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებები ფიორენტინასთან მატჩში

  1. ეს გლადიატორი კაზემირო როგორ გამაზეს პორტოდან, თუ სანდროს აკვირდებოდნენ სად ტ**აკში ჰქონდათ თვალები!

  2. ის რომეროც მოათრიონ ატალანტაში როა განათხოვრებული, ბონუჩის დანახვა აღარ მინდა, აჩუქონ მილანს )

  3. ეხლა ვუყურებ რუსულად გამეორებას, კომენტარორი იძახის შეცვლას ველოდითო მაგრამ მაკკინს რომ შეცვლიდაო ნაღდად არაო )))))))))))))))

  4. ვაახ კიდევ ვერ მომინელებია მაგ ბანძებთან წაგება )))

    მსაჯის მოკითხვა დამავიწყდა თავის ვარიანად, მაგის ცოლს შეცა კვადვო ასამოამ.

  5. ნუთუ გეგმა “ბ” არა აქვთ ხელმძღვანელობას და თუ აქვთ როდის აპირებენ ამოქმედებას?

    რამდენი უაზრო ნიჩიები ითამაშეს თან ვინებთან და რეალურად მართლა ძლიერ გუნდს ჯერ არ შევხვედრივართ …

  6. Samwuxard juves winaamgdeg aris ganwyobili mteli italiuri sapexburto elita.gundma rom waago da sezonis dasawyisidan rom ver moixoda es paqtia.magram rac gushin moxda msajobas vgulisxmob es prosto marazmia.kak minimum ori penalti unda daedo nabotlar sudias.mere ar agdebs borxas romelic uechveli gasayvitlebeli iyo.da am yvelapers win ertvoda gauqmebuli sami qula.romelic rom juves ekutvnoda imitom rom is sirebi ar chamovidnen tamashze.skudetos mainc moigeben.jer milans gadaixeven san siroze.mere printers da amis magrad mjera.da rac sheexeba napolis ise unda ixmaron rom 3-0 sanatreli gauxdet.mjera imitom rom es juventusia da mas sheudzlia amis gaketeba.ase rom yvelaperi win aris da bevri magari tamashi gvelodeba juves shesrulebit.gilocavt yvellas damdegs da iqet wels davmptkbariyavit juves warmatebit.

    1. ეგრეა ეგრე
      ჯერ ხო ისედაც აჭრილები იყვნენ შემდეგ მსაჯების ამ გადაწყვეტილებაზე ხო საერთოდ გამო…. გუნდი. არაა აუცილებელი ვინმემ ფეხი წამოგდოს ჯარიმა რო დადო ტიპი იმენა ხელებით გააჩერეს და ჯარიმა არ დადო თან განმეორებაც ნახეს და ბორხა ვალეროს უეჭველი ეკუთვნოდა მეორე ყვითელი გეთანხმები.რიბერიმ ხო საერთოდ ახალგაზრდობა გაიხსენა ჩვენთან კინაღამ გავგიჟდი! რეები გვიქნა.სწრაფად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სანამ ლიგის პლეიოფები დაწყებულა პირლო უნდა გაუშვან სასწრაფოდ დარწმუნებული ვარ თავადაც ხვდებიან შეცდომა რო დაუშვეს.ყოლოდათ ახალგაზრდულში რამოდენიმე ხნით როგორც თავიდანვე ქონდათ დაგეგმილი მაგრამ არა!

  7. სიგარეტიღეჭია სარი იმენა არ მევასებოდა. მთელს კლუბს თავზე რო ე*მეოდა ტიპს სუ *ლეზე ეკიდა, მარტო ბოლო თამაშში აყვირდა რო იგრძნო რო გაა*მევინებდნენ. ის უეჭველი გასაშვები იყო მარა რა პირლო ტო? ნახევარი სეზონი მაინც გაეწვრთნა ვინმე სადმე. ამ იუვეს ლამის ხავის გაწვრთნილი კლუბიც კი ჯობია, ასე რამ გამოა*ლევა ასეთი კარგი ფეხბურთელი? რაც შეეხება ნედვედს და ანიელის ამ საკითხში ჩამოსხმა *ლეებივით მოიქცნენ. + პარატიჩი ტანსფერზე მარტო ნარჩენი ფეხბურთელების ყიდვას რო ქაჩავს (ყველას არ ეხება მარა სერიოზული ფეხბურთელების მოყვანა სერიოზული პრობლემაა მაგისთვის)

  8. ბონუჩი იყო პერიოდი საოცარ შეცდომებს უშვებდა გამოასწორა და ეხლა ისევ ძველ დროს იხსენებს. ამ დემირალს სულ ტრავმები აქ კიდე ტიპი 100% დასადუღებელია სკამზე ვიგებთ ვაგებთ სუ შეცდომებს უშვებს ბოლო მატჩებია.კიეზა დე ლიხტი რონალდო საუკეთესოები იყვნენ.ერთ მომენტში კიეზა მაგარი გაბრაზებული იყო დაიბნა ბურთი ფორენტინას მიაჩეჩა არ იცოდა ვისთვის მიეცა პასი თავდასხმაში კაციშვილი არ დახვდა არც მის ირგვლივ სირცხვილია .ყველაზე ცუდ ფორმაში მყოფ გუნდებთან გვიჭირს ყველაზე მეტად სახლში გასვლაზე არ აქ მნიშვნელობა. რამდენი შეცდომაც სარიმ დაუშვა მთლიან სეზონში ამან პირველივე წრეში მოასწრო.არ მეგონა ამას თუ დანიშნავდნენ თორე სარიზე ერთი გინებაც არ წამომცდებოდა :| ფოკუზნიკი პავლიკა და ანიელი :|

  9. პატარები ხომ არ ვართ რატომ და როგორ წერთ რომ აი მაგალიტად რაბიო რომ ყოფილიყო მოედანზე მოვიგებდით იმ ტამაშს, ან დიბალა რომ შემოეყვანა? ბიჭებო დავფიქრდეთ ცოტა ადვილია წაგებული თამაშის მერე ყველაფრის ველაზე დაბრალება მაგრამ რეალობა არ უნდა დავკარგოთ. დიბალა პირდაპირ საავადმყოფოდან მოვიდა სტადიონზე 10 კაცით ისედაც იყვნენ ეგ რომ შემოეყვანა 9 ით იქნებოდნენ რადგამ პრესინგზე დნება და ქრება

    1. ჩემი რჩევა იქნება ვისაც მაგ ეჭვი აქვს რომ იუვე თამაშებს ყიდის ნუღარასოდეს უყურებს მაშინ მის იგრას

  10. რომელი გამოცემის შეფასებებია ეს? სირცხვილია სანდროს და დე ლიხტს ერთნაირი შეფასება ქონდეთ. ჰოლანდიელი მარტო იბრძოდა და სანდროს ძინავს მოედანზე. ბონუჩიზე დიდი ხანია ვამბობ რო სკამზეა დასასმელი, დემირალი რო დაბრუნდება უნდა ჩაჯდეს ძირითადში, მაგრამ პირლოს არ ეყოფა მაგის კვ—ები და ისევ ლეოს დააყენებს, არადა გაშვებული გოლების 80% ბონუჩის შეცდომებით გადის და კიდე რამდენჯერ გადავრჩით მაგის ქაჯობების შემდეგ. რემზი მშვიდად შეხვდა კი არა დალეწა ყველაფერი. კიეზა მომავალი ბერნარდესკია, ტექნიკურია და უტვინო. მარა პირლოს იტალიელები ევასება. რაბიოს რას ერჩის რატო აღარ ათამაშებს. ძალიან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს პირლო და მაგის მატჩის შემდეგ ინტერვიუები საერთოდ სამარცხვინოა, მგონია სარის ინტერვიუს ვკითხულობა.

    1. ინტერვიუ მართლა სამარცხვინო იყო, ფეხბურთელებს გადააბრალა ყველაფერი.

      ყველაზე ცუდი ისაა რომ თავის შეცდომებს ვერ ამჩნევს და არ აღიარებს, ამიტომ ჯობია სანამ დროა გაუყენონ სარის გზას.

      მოიყვანონ პოჩეტინიო, ყველაფერს მაინც არ წავაგებდით ამ სეზონში.

      1. პოჩეტინიო რო მოეყვანათ წავაგებდით კი არა დარწმუნებული ვარ კაი ხოდზე იქნებოდა კლუბი. ტიპმა დეზებს ამოაქაჩინა პაჩტი არაფრიდან და იუვეს ვერ მოუგვარებდა პრობლემებს?!

        1. თუ 3 წლის წინ ტოტენჰემით ვიღაცას ამოუქაჩა გუშინ იუვეთითაც ამოქაჩავდა ბაზარი არაა )))

  11. ასე ერთი კაცის გაგდებით მოღავდეს იუვეს დონის გუნდი თან ვისთან, ფიორენტინასთან, ძალიან სამარცხვინო იყო და მთლიანად პირლოს კისერზეა.

  12. არც არაფერი შეიცვლებოდა მაგრამ ის პენალტი რატო არ დაგვიდო ვერ ვხვდები.მეკარემ ტიპი დაიჭირა რასაც ქვია იგივეს იძახდა კომენტატორიც.ბორხა ვალეროს კიდე მეორე ყვითელი ეკუთვნოდა და დაინდო მაგიტომაც გაიყვანა პრანდელიმ.რემსის შეფასებაში რო წერია კიდე მშვიდად შეხვდა გადაწყვეტილებასო ეგრე ნამდვილად არ ყოფილა.პენსიონერმა რიბერიმ ბურთი დაგვიმალა.პირლო თუ გასაგდებია ნედვედი და დანარჩენებიც მისაყოლებელია აი პროსტა რაზე ფიქრობდნენ.ფოკუზნიკები არიან რა.

  13. მაკკენის გაყვანით ხო მთლად დედა უტირა ცენტრს …

    რაღა დავინახო დადებითი პრილოში ვე ვხვდები.

    თამაში თუ კარგად მიგდის და გადაწყობა არ გჭირდება, არაა პრობლემა.

    მაგრამ სამწუხაროდ უმეტესად კრიტიკულ სიტუაციებში არსწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

    იდეები კი კარგი აქვს, მაგრამ შესრულება უნდა მაგას განსაკუთრებით ცოტა ძლიერ და კონტრაზე მოთამაშე გუნდებთან.

  14. მორატა უნდა დარჩენილიყი რომ ბურთის ატანაში ძლიერია და თავზეც კარგად თამაშობს ჩაწოდებებზე, სივრცეებს ათვისუფლებს.

    ესეც დიდი შეცდომა ჩემი აზრით.

  15. შემდეგ კიდევ შეცვლები კატასტროფა იყო …

    4 მცველზე უნდა გადასულიყვნენ, მაგრამ არა ცენტრი დათმობის ხარჯზე.
    ამიტომ რემზი კი არ უნდა გაეყვანა, არამედ კიეზა და 3 ნახევრმცველი დარჩენილიყო რომ კომბინაციურ თამაშში და ბურთის დაჭერაში პრობლემა არ შეგვქმნოდა. მარცხნიდან სანდრო ჩააწოდებდა ისევ და მარეჯვნიდან დანილო საჯარიმოში.

  16. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურად გადაწვე სკვადრადო (ისედაც ერთუჯერიანია), უნდა დასევენებინა და დანილოს უნდა დაეწყო ძირითადში.

  17. ეს ვითომ კაპიტანი ბონუჩი ჩვენი შეტევისას რომ სულ მოწინააღმდეგეს საჯარიმოშია და ზარალის მეტს არაფერს აკეტებს, ნებისმიერი კონტრაზე მოთამაშე გუნდი დაგვიჭერს მოწინააღმდეგე, როცა ასე მაღლა აწეულ პრესინგს ვთამაშობთ.

    დელიხტმაც მგონი ტრამვა მიიღო …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.