ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Daily Mail:”იუვენტუსი კოშტას დამატებას გეგმავს”

რამდენიმე საათის წინ დიეგო კოშტამ მადრიდის ატლეტიკოს კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა.

გარკვეული ხმების თანახმად, მისი ხელში ჩაგდება რამდენიმე ევროპულმა კლუბმა მოისურვა.

მათ რიცხვში კი იუვენტუსსაც ასახელებენ, რომელიც კულუარული ცნობებით იანვარში ფორვარდის დამატებას გეგმავს.

ანდრეა პირლოს შემტევი რესურსის გაძლიერება სურს და კოშტა ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.

თქვენთვის უკვე ნაცნობია, რომ ერთ-ერთ ვარიანტად ფერნანდო ლორენტეს დაბრუნებაც კი მიიჩნევა.. ფაქტი, ტურინელები აქცენტს რაც შეიძლება “იაფ” ვარიანტზე აკეთებენ..

საგულისხმოა, რომ კოშტას დამატება არსენალს, მანჩესტერ იუნაიტედს და ინტერსაც სურს. თუმცა, ეს უკანასკნელი საეჭვოა ანტონიო კონტესთან არსებული არასახარბიელო ურთიერთობის გამო, რომელიც ჩელსიში ჩამოყალიბდა.

4 thoughts on “Daily Mail:”იუვენტუსი კოშტას დამატებას გეგმავს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.