ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო უდინეზესთან მატჩზე საუბრობს

ანდრეა პირლო შედეგით კმაყოფილი დარჩა, თუმცა აღნიშნავს რომ ეს არ იყო იდეალური მატჩი:

“ფიორენტინასთან კვალი იგრძნობოდა, რამაც რიგ შემთხვევებში შიშის ეფექტი დატოვა. თუმცა, საკმარისი იყო შეტევაზე გადავსულიყავით და ყველაფერი თავის ადგილას დგებოდა. 

თითოეულ შეხვედრაში მინდორზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოვდივართ. ჩვენ ახლა წინ უშუალო კონკურენტებთან მოგვიწევს დაპირისპირება. ეს იქნება რთული მატჩები და მათ სათანადო დონეზე მომზადებულები უნდა შევხვდეთ.

ფედერიკო კიეზა ყოველთვის თამაშობს ერთსა და იმავე პოზიციაზე.. იწყებს ესტერნოდ, ხოლო შემდეგ გუნდს როგორც დაჭირდება ისე ირჯება.. ეძებს სივრცეს და ქმნის პარტნიორებისთვის კომფორტულ სიტუაციას.

პაულო დიბალამ დღევანდელი შეხვედრა საოცრად ჩაატარა.. ვარჯიშებზე ის ნამდვილად ბრწყინავდა და ეს ყოველივე დღეს დაუფასდა. მას განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს, რითაც ალვარო მორატასგან განსხვავებულია..

გუნდი დიბალასთან და მორატასთან ერთად განსხვავებულ სტილში ირჯება. ალვაროსთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მაქვს სანუგეშო ინფორმაცია. მილანთან დიდი ალბათობით არ იქნება, ხოლო რამდენი ხანი გაუცდება ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი.

სატრანსფერო ფანჯარასთან დაკავშირებით, ყველაფერი კარგად უნდა ავწონ დავწონოთ.. ფაქტია, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე პრობლემებია, რომელიც ფიქრს საჭიროებს. ოლივიე ჟირუ? არიან პრეტენდენტები და უმჯობესია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

ადრიენ რაბიო მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი დანაკლისი სახეზეა. თუმცა, მოგვიწევს რეგულაციებთან შეგუება, რომელიც მისთვის ორ მატჩიან დისკვალიფიკაციას გულისხმობდა.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ანგარიშს რო უყურებ გეგონება ბურთი თავზე დაანგრიესო მარა დიდად გასაგიჟებელი თამაში ნაღდად არ იყო.ტაქტიკა ტაქტიკას არ გავს.შეზელილები არიან ერთმანეთში.4–4-2 კიდე მთლად საზიზღარი ტაქტიკაც არ არის თუ გყავს ფლანგებზე შემტევი ნახევარმცველები და 2 სტაბილურად ცენტრში უნდა იდგეს.ცენტრალური მცველი თავდასხმაში ერთობა ნახევარმცველები თავდასხმელებზე წინ დგანან შემტევი ნახევარმცველი ორივე ფლანგზე დარბის აჯაფსანდალია რასაც ქვია.დარწმუნებული ვარ ოდნავ რო გამრთლებოდა უფინეზეს სულ სხვანაირი თამაში წავიდოდა.

maradona73
maradona73
3 years ago

სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა დღეს.

ალბათ მხოლოდ ვინმე გადაღრძოებულ ფორვარდს მოიყვანენ ზამენისთვის 2 ლარად …

maradona73
maradona73
3 years ago

რონალდოს ძალიან კარგი პასი კიეზაზე სასიამოვნოდ გამიკვირდა.

დიბალას ძალიან ჩაგრავენ ფიზიკურად, სულ ძირს გდია ტიპი და 15 მილიონს ითხოვს ხელფასს ხელზე ასაღებს ხელმძღვანელობისგან.

batumski
batumski
3 years ago
Reply to  maradona73

10 მლნ,პლიუს ბონუსები..ეგაა რასაც იუვე თავაზობს..ვობშე მგონია რომ პოგბას ბარტერში ამზადებენ,ზაფხულში დიდი ალბათობით..

Juve92
Juve92
3 years ago
Reply to  batumski

მშვენიერი იქნება თუ პოვნაში გაცვლიან

maradona73
maradona73
3 years ago

დაცვა ფაქტიურად არ გვყავს ბონუჩის გამოხლევების ფონზე. როგორ პროჩზე ახოხიალეს ტიპი.

ის გოლი რომ ჩაეთვალათ კიდევ ვინ იცის შემოატრილებდნენ თუ არა ჩვენები.

იმედია მილანთნ კიელინი შეუწყვილდება დელიხტს, თორემ გული მიგრძნობს 3 გოლს კიდევ ერთხელ გავუშვბეთ.

batumski
batumski
3 years ago
Reply to  maradona73

კიელოზე გეთანხმები,ვერც კი წარმომიდგენია დაცვა უიმისოდ,ფუნდამენტალური ფეხბურთელია როგორც შირეა თავის დროზე..

batumski
batumski
3 years ago

ეხლა მილანის ჯერია,არ მაინტერესებს ამაზე საუბარიც ტეხავს..მთლიანობაში კარგი თამაში გამოგვივიდა,დიბალა მომეწონა,რამსეი ტრადიციულად აზროვნებით გამოირჩეოდა(როცა ჯანმრთელია მუდმივად ფორმაში და სტაბილურია)კიეზა ჯიგარ,ბრძოლობს,აქტიურად აპრესინგებს..დაცვაში პრობლემებია..

maradona73
maradona73
3 years ago
Reply to  batumski

რავიცი ძმაო, ანგარიშსდა მიუხედავად დამაიმედებელი მე ჯერ ვერაფერი დავინახე იუვეს თამაშში.

ერთი რონლადომ გაიღვიძოს ცუდ ხასიათზე და ასე მგონია მოღავდება იუვე ნებისმიერ თამაშზე.

juventino
juventino
3 years ago
Reply to  maradona73

გეთანხმები.დაცვაში ისეთები ხდება გული გაგისკდება კაცს.მორატას არყოლა იზამდა ეხლა მილანთაან?! ეგ თამაში რო მოგვიგონ მგონი სკუდეტოს უნდა დავემშვიდობოთ.კიდევ კარგი იქაც არაა იბრა თორე გაგვაწამებდა.მარა ვინც ყავთ ისინიც მშვენივრად უბერავენ.ისე პირველი წაგება ვისთან უნდა წააგო თუ არა იუვენტუსთან!

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x