ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი – უდინეზე (შეფასებები)

ტურინელებმა 2021 წელი პოზიტიურად დაიწყეს! შინაურ არენაზე ბიანკონერიმ უდინეზეს უმასპინძლა და მეტოქე 4-1 დაამარცხა.

ახლა კი გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს, რომელიც გამომცემლობა La Stamp -ამ გამოაქვეყნა:

შესნი – 6 – საქმე რომ ვთქვათ ბევრი ქონდაო, ალბათ მოვიტყუებით.. თუ უდინეზე ახერხებდა რაიმენაირად კარისკენ დარტყმას, ბურთი ან ცდებოდა ან ხარიხას ხვდებოდა.. უარეს შემთხვევაში ბადეშიც გაეხვა.. ერთი არ ჩათვალეს, მეორეში კი უძლური იყო.

დანილო – 6 – ნაკლებად შესამჩნევი წინ, მაგრამ დაცვით ასპექტში ყოველთვის ხვდება ყურადღების ცენტრში. პირლო მას ენდობა და ნათელია, რომ დღევანდელი დანილო რადიკალურად განსხვავებული ვერსიაა იმ მოთამაშისა, რომელიც სარის ეპოქაში მოქმედებდა.

ბონუჩი – 6 – დე ლიხტთან ერთად პრობლემებს საწყის 30 წუთში განიცდიდა. სხვა მხრივ სტანდარტული კონტროლი.

დე ლიხტი – 6 – ერთადერთი დასანანი ფაქტი ყვითელი ბარათია.. სხვა მხრივ მშვიდად უმკლავდება მეტოქეს.

ალექს სანდრო – 5.5 – მისგან ასეთი სუსტი თამაში მისაღები არ არის. ჩვეული სიზუსტე დაკარგულია და იდეებითაც არ ბრწყინავდა.

ფრაბოტა – 82 წუთიდან – 5 – გამოდის და ერთადერთი რისი გაკეთებაც მოასწრო, უხეში შეცდომა დაუშვა, რასაც გოლი მოყვა. არაუშავს, გამოსწორებისთვის დრო ნამდვილად იქნება.

კიეზა – 7 – პირველ ნახევარში მოსაწყენია, მეორეში კი ფეთქდება. არამარტო გოლზე, ზოგადად უფრო ინტენსიურ თამაშს გვთავაზობს.. გადაადგილება, აჩქარება და პროდუქტიული მოქმედებები.. დღევანდელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი.

ბერნარდესკი – 5.5 – 73 წუთიდან – განსხვავებული მატჩია.. ფიორენტინასთან შედარებით.. ანგარიში დაფიქსირებულია და შეხვედრის ბედი გადაწყვეტილია.. გარკვეული მოქმედებები იყო, თუმცა ეს მისგან ძალიან ცოტაა.

ბენტანკური – 6 – პირველი ნახევარი კიეზას მსგავსად არ იყო მოსაწონი და ეფექტური. რადიკალურად განსხვავებულად ხელმძღვანელობს საკუთარ გუნდს მეორე 45 წუთში.. ამას დავუმატოთ რონალდუზე გადაცემაც.

მაკენი – 6 – სტაბილური შეხვედრა, თუმცა საკუთარი კვალი არ დაუტოვებია. მეორეს მხრივ იუვეს ტეხასელმა ბიჭუნამ ნახევარდაცვაში შავი სამუშაო დიდი დოზით შეასრულა.

რემზი – 7 – როდესაც უელსელი ჯანმრთელია, მას ნამდვილად შეუძლია გუნდისთვის დახმარების ხელის გაწვდენა და იდეების შეთავაზება. ერთადერთი საწყენი ის იყო, რომ VAR -მა გოლი გააუქმა.

კულუსევსკი – 6 – 73 წუთიდან – შვედი იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ, სხვებზე უკეთ ჩაერთო. იგრძნობოდა მოტივაცია და სურვილი.

დიბალა – 6 – გოლი ბუნებრივია აღსანიშნავი ფაქტია, თუმცა სხვა მხრივ ბევრი ისეთი ასპექტია, რომელიც განსაკუთრებულ აღნიშნვას იმსახურებს. შესაძლოა მიზეზი მის პოზიციაშია.. საკმაოდ უკნიდან უწევს მოქმედება. რიგ შემთხვევებში ელოდება პარტნიორების გადაადგილებას.. ერთი სიტყვით დიბალას მაქსიმუმის გაღება მოუწევს.. ისეთივე შემართებაა საჭირო რომელიც გოლის დროს ქონდა.. მეტად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს.

რონალდუ – 7 – ორი მომენტი, ორი გოლი! დამატებით საგოლე გადაცემა ფედერიკო კიეზაზე. მოიგო შეხვედრა და მილანთან 6 იანვრისთვის მეტად მოტივირებული იქნება.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x