ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო მილანთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

სან სიროზე უდაოდ გამორჩეული შეხვედრა გაიმართება, სადაც იუვენტუსი სტუმრად ჩემპიონატის ამჟამინდელ ლიდერს მილანს შეხვდება, რომელსაც ჯერ მარცხი არ უგემია.

ტურინელები აღნიშნულ დაპირისპირებას დანაკლისით ხვდებიან.. ალექს სანდროს და ხუან კუადრადოს Covid -19 დაუდასტურდათ, რის გამოც იზოლირებულები არიან.

ახლა კი გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“მილანში არაერთი ფანტასტიური სეზონი გავატარე, სადაც დიდ წარმატებას მივაღწიე. აქედან გამომდინარე ეს დაპირისპირება ჩემთვის განსაკუთრებულია. 

თუმცა, საუბარი თითქოს ხვალ სკუდეტოს ბედი გადაწყდება, არის საკმაოდ გადაჭარბებული. ეს მნიშვნელოვანი 90 წუთია, მაგრამ არა გადამწყვეტი.

სკუდეტო ჩვენი მიზანია და მისთვის მუშაობა დაწყებულია.. წელი პოზიტიურად დავიწყეთ, ახლა მთავარია კურსი გავაგრძელოთ!

ნახევარდაცვაში არტურის და ადრიენ რაბიოს დაბრუნებით კარგი შევსება მივიღეთ. თუმცა, კარგი იქნება თუ დაველოდებით Covid -19 -ს ტესტებს, რის შემდეგაც გახდება ნათელი რა შემადგენლობით ვიასპარეზებთ.

პაულო დიბალას მცირე პრობლემები კი ქონდა, მაგრამ ახლა თავს უკეთ გრძნობს. 

კრიშტიანო რონალდუს თითქოს ის პოზიცია ვუპოვეთ, რომლის დახმარებითაც ძალების აღდგენის საშუალებასაც ვაძლევთ და პროდუქტიულობამაც იმატა. ასეთი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდში იქნება მთავარი მოქმედი ფიგურა.”

2 thoughts on “ანდრეა პირლო მილანთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს

  1. არ გვაინტერესებს რამდენი წელიწადი გაატარე მილანში და როგორ, ეხლა მთავარია გუნდის მომზადება მილანთან თამაშისათვის, ვინაიდან აიღე ამხელა პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობაა სწარედაც იუვენტუსის გაწვრთნა, უნდა იბრძ
    ოლო ბოლომდე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.