ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გრძელდება ფორვარდის ძიება

ფაბიო პარატიჩი

პაპუ გომესი ატალანტას, რომ დატოვებს ფაქტია მაგრამ კარიერას სად გააგრძელებს ეს უკვე დიდი კითხვის ნიშნებით არის სავსე.

იტალიაში მას ყველაზე აქტიურად იუვენტუს უკავშირებენ.. და როგორც ჩანს ამაში სიმართლის მარცვალი მართლაც არის.

საქმე იმაშია, რომ ფედერიკო ბერნარდესკის მომავალი დიდი ბურუსით მოცულია. მოთამაშეს სულ უფრო და უფრო ცოტა დრო ეძლევა და მინო რაიოლა შემტევისთვის სხვა კლუბს ეძებს.

კულუარული სიახლეებით, ბერნას ტურინში დარჩენა კი უნდა, მაგრამ არსებული მდგომარეობა მართლაც გაუსაძლისი ხდება და აქედან გამომდინარე ყველაზე მისაღებ შესაძლებლობად მილანში გადასვლას თვლის.

ამის გარდა მისით იტალიის ფარგლებ გარედან ეპატიჟებიან და ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი ბერლინის ჰერტაც კი დასახელდა.

ჰერტას ვარიანტს სხვა დატვირთვაც აქვს.. აქ ხომ იტალია გამოვლილი კრიშფოტ პიონტეკია.. პოლონელი ფორვარდის დამატებაზე უარს იუვე არ იტყვის, მითუმეტეს ბაზარზე ზუსტად ცენტრ ფორვარდს ეძებს.. თუმცა, არც ისეა საქმე, რომ ბერლინელთა წინადადებას დათანხმდეს, რომელიც პირდაპირ ბარტერს გულისხმობს.

არავის დავიწყებია გრაციანო პელე და ოლივიე ჟირუ.. თუმცა, ამ უკანასკნელის გაფორმება იოლი არ იქნება.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x