ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო მილანთან მატჩზე

ანდრეა პირლო კმაყოფილი დარჩა საკუთარი შეგირდების ასპარეზობით მილანელთა წინააღმდეგ.

შეხვედრა ტურინელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა:

“ოდნავადაც არ გვაინტერესებდა ჩვენს გარდა ამ ტურში ვინ რა შედეგს მიაღწევდა. ეს იყო პრინციპული დაპირისპირება, რომლის მოგება აუცილებელი გახლდათ!

მთავარია გუნდმა ძლიერი სულისკვეთება დამანახა, რომელსაც სურს მატჩზე კონტროლის დაწესება და განსაკუთრებით სერია ა-ს ლიდერთა წინააღმდეგ.

ყველამ კარგად ვიცით რაოდენ ძლიერია თეო ერნანდესი.. მას ბევრ პლიუსთან ერთად ერთი-ერთზეც პროდუქტიულად შეუძლია ასპარეზობა.. აქედან გამომდინარე ფედერიკო კიეზა მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა და გაქანების საშუალება არ დაუტოვა.

როდრიგო ბენტანკურს რთული მატჩი გამოუვიდა, სადაც ბევრი ენერგია დახარჯა.. იყო რისკი რომ მეორე ყვითელს მიიღებდა და ამიტომაც გადავწყვიტე მისი თამაშიდან მოხსნა.

კალაბრიას გოლზე რა უნდა ითქვას. ეს 100%-იანი ჯარიმაა და მთავარ მსაჯს გამეორების ნახვა მართებდა. დანილოს კი ასეთ დროს მეტი აგრესიულობა უნდა გამოემჟღავნებინა.

პაულო დიბალა? საბედნიეროდ გუნდში უამრავი მაღალი დონის მოთამაშეა და არჩევანის გაკეთება მშვიდ გარემოშია შესაძლებელი.

ჩვენთვის ფუნდამენტურია დიბალას სრულ 100%-იან კონდიციებში დაბრუნება. ის ჯერ კიდევ არაა სასურველ ფორმაში, რადგან გარკვეული პრობლემები აქვს.. მისი კონტრაქტი? ამ კითხვაზე მე ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან აღნიშნული საკითხი სხვის კომპეტენციაშია.

ადრიენ რაბიო? ორ მატჩიანი დასვენების შემდეგ მისი სასტარტოში გამწესება გადავწყვიტე, რადგან ფიზიკურად თავს სხვებზე უკეთ გრძნობდა. ეს არის Box To Box ტიპის ძლიერი შუახაზელი, რომელსაც ჯერ კიდევ არა აქვს სრული პოტენციალი გამოვლენილი.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
3 years ago

Juventus close to Dabo
According to Gianluca Di Marzio, Juventus are close to signing Nantes’ Abdoulaye Dabo who can join the Old Lady on loan with option to buy.

maradona73
maradona73
3 years ago
Reply to  maradona73

გარემარბია, იჯარა გამოსყიდვის უფლებით.

irakli088
irakli088
3 years ago

rame siaxke dadet kdaria saiti

batumski
batumski
3 years ago

7,5 მლნ ევრო,დალასის მარჯვენა მცველის სანაცვლოდ და აქვე იჯარით ბენევენტოში..

batumski
batumski
3 years ago

მატეისს დე-ლიხტს კოვიდი დაუდასტურდა,ეგღა გვაკლდა..პარალელურად იუვე რეინოლდსის ტრანსფერზე გააქტიურდა..

Last edited 3 years ago by batumski
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

პატარა ცენზურასაც ადგილი არ ქონია და კომენტარი წამიშალა საიტმა :|

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x