ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

დღეს, ჩვენი დროით 23:45 -ზე ტურინელები დომენიკო დე ძერბის მიერ გაწვრთნილ სასუოლოს დაუპირისპირდებიან.

გთავაზობთ ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“მილანთან გამარჯვება იყო ლამაზი და ამავე დროს მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ ჩვენ სასუოლოსთან იგივე შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაშინ ყველაფერი წყალში ჩაიყრება. 

ხშირად მესმის, თითქოს კონცენტრირება გვიჭირს შედარებით სუსტ გუნდებთან.. ეს არ არის სწორი და არა აქვს მნიშვნელობა მინდორზე ბარსელონასთან ვიმყოფებით თუ რომელიმე სხვა კლუბთან. კლუბის მენტალიტეტი არ იძლევა საშუალებას გამარჯვების გარდა სხვა შედეგზე ვიფიქროთ.

ყოველთვის არის რაღაც რისი გაუმჯობესებაც საჭიროა. ამ მხრივ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უკეთ გვჭირდება მომზადება. საკმარისია გოლი გავიტანოთ და რამდენიმე წუთი ღრუბლებში დავფრინავთ, იმის ნაცვლად რომ კონცენტრირება მოვახდინოთ. 

ჯორჯო კიელინი და მერიჰ დემირალი თავს ჩინებულად გრძნობად. თურქი უფრო მეტად, რადგან შეხვედრებიც შედარებით ბევრი აქვს ჩატარებული და არაა გამორიცხული სასუოლოსთან პირველსავე წუთებიდან ვიხილოთ.

კაპიტანს რაც შეეხებან პროცესი კარგად ვითარდება და სულ მალე ჯორჯოსაც შეეძლება მოედანზე გამოსვლა. 

ფედერიკო ბერნარდესკი არის ფეხბურთელი, რომელთან დაკავშირებით ყოველთვის ბევრი კითხვებია. მესმის, რომ ბოლო პერიოდში მისი დატვირთვა დიდი რაოდენობით ვერ მოვახერხე, მაგრამ გარწმუნეთ იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი წევრია. თავს კარგად გრძნობს და სეზონის კონკრეტულ მონაკვეთში დიდ დახმარებას გაგვიწევს.

ფედერიკო კიეზას შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია. მას აბსოლუტურად ყველა კომპონენტში შეუძლია მომატება და სიმართლე ითქვას, ჯერ ბევრისთვის არ მიუღწევია.. თუმცა, ჩვენს წინაშეა ნამდვილი ჩემპიონის პროტოტიპი.. დანარჩენი მასსზეა დამოკიდებული.

ალვარო მორატა ვარჯიშობს, თუმცა განცალკევებით და ცოტას.. შევხედავთ რამდენად იქნება საშუალება, რომ სათადარიგოთა სკამზე მაინც გვყავდეს ამ შეხვედრაში.

სატრანსფერო ბაზარზე ჯერჯერობით ფორვარდის აუცილებლობას ვერ ვხედავთ.. თუ ასეთი ვითარება შეიქმნა, გადავხედავთ რისი განხორციელების შანსი გვექნება.

არტური საბედნიეროდ თავს კარგად გრძნობს. ატალანტასთან შეხვედრაში მიღებულმა დაზიანებამ სერიოზული არაფერი აჩვენა და ჩვენ მისი გამოყენება ახლა თავისუფლად შეგვიძლია. კიეზას ბარძაყზე ქონდა პრობლემა და ნემსის ერთი ჩხვლეტით ეს საკითხიც გადაიჭრა.”

4 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
კოხტა
კოხტა
3 years ago

ამ ეტაპზე ზედმეტი კრიტიკა ჩემი აზრით მიუღებელია!!!! ყოველ მესამე დღეს თამაში გამოუცდელი მწვრთნელის ხელში რა თქმა უნდა რთული იქნებოდა. სასუოლომ 10 კაცით ისე ითამაშა და ჩვენ ფიორენტინასთან ასე ვითამაშეთ ჰიპოთეზებია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. გუნდი ვითარდება სეზონის მეორე ნახევარი ლიგაზეც და სერიაშიც ბეეევრად უკეთესი იქნება!!!!

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ზედმეტი კრიტიკა სად დაინახე? პირლოს დრო ჭირდება მეთქი და უფრო ანიელის ბრალია თქო.სხვა მატჩებსაც გაგიხსენებ თუ გინდა რომლებთანაც ვერ ან ძლივს მოვიგეთ სხვებმა კიდე ბურთი გადაახიეს მაგ გუნდებს მგონი უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს.დატვირთული კალენდარი კიდე გვაქ როგორც ჩვენ ასევე სხვებს.რეალობას თვალს ვუსწორებთ მეგობარო ზედმეტად არავინ არავის აკრიტიკებს :) 10 კაციან სასუოლოს მინიმუმ ლამაზი ფეხბურთი რო ეთამაშო დიდი ტაქტიკური მონახაზები არ ჭირდება!

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

არ ვიცი მოსალოცი თუა ასეთი მოგება.ის რაც ითამაშა სასუოლომ გასვლაზე 10 კაცით ეგრე ჩვენ ვერ ვეთამაშეთ ფიორენტინას 10 კაცით სახლში.წითელი ბარათი რო არა 90% ვერ მოვიგებდით.ის რესურსი რაც ჩვენ გვაქ ზამენაზე სასუოლოსნაირ ჭ კლასის გუნდებს არ აქვთ ამიტომ არც დაღლას უნდა ვაბრალოთ და არც დიბალას ტრავმას.დარწმუნებული ვარ ბერნარდესკის ჯენოასთვის ინახავდა დღესაც რო დაეყენებინა არც არაფერი დაშავდებოდა ზამენიდან კიდე ვინმე ძირითადი შემოეყვანა მის ნაცვლად.ნუ ისეთი დაღლილია ფრედერიკო 2 მატჩს ზედიზედ ვერ ჩაატარებდა.ფაქტია რო სარის გაშვება და ამის დანიშვნა არის უკან გადადგმული ნაბიჯი დრო ჭირდება პირლოს დრო ლოგიკურიცაა.ანიელი ნედვედის კისერზეა ყველაფერი.

juventino
juventino
3 years ago

რატო არ ეშვება ამ ბენტაკურს ეს ოხერი?! არაა ფორმაში და არც ანებებს თავს!

maradona73
maradona73
3 years ago

ბერარდი არ ეყოლება სასუოლოს და წესით იოლად უნდა მოვიგოთ.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x