Sky Sport:”დიბალას ტრავმამ სიტუაცია შეცვალა”

ფაბიო პარატიჩი
Sky Sport -ის მტკიცებით პაულო დიბალას ტრავმამ ფაბიო პარატიჩის სატრანსფერო გეგმები შეცვალა.
წინასწარი ცნობით არგენტინელი შესაძლოა რომასთან თამაშამდე ვერ დაბრუნდეს და აქედან გამომდინარე, ბიანკონერის სპორტული დირექტორი საკადრო გაძლიერებას ფიქრობს.
ერთ-ერთ რეალურ ვარიანტად ატალანტას არგენტინელი შემტევი ალეხანდრო გომესი სახელდება, რომელსაც გასპერინისთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა და ფაქტიურად ბორტს მიღმა იმყოფება.
მისთვის ასევე ინტერიც აქტიურობს, თუმცა ნერიაძური იქამდე ვერ გადადგამს ღირებულ ნაბიჯს, მანამ სანამ რამდენიმე მოთამაშეს არ დაემშვიდობება.
აქედან გამომდინარე, პარატიჩის და იუვენტუსის გააქტიურებაზე უფრო მეტად იწერება.. სხვადახვა გამომცემლობის ცნობით ფაბიო უკვე ესაუბრა და ფეხბურთელის საფეხბურთს აგენტს – ბეპე რისოს..
საუბარი არის 2 წლიან ხელშეკრულებაზე, თუმცა კონკრეტული ანაზღაურება, რომელსაც გომესი ტურინში გამოიმუშავებს არ სახელდება. წესით და რიგით ხვალ მეტი ინფორმაციები გახდება ცნობილი, რადგან არგენტინელის მდგომარეობაზე დეტალური ცნობები სწორედ ხვალ გვეცოდინება.
და ვის გაუშვებენ ნეტა ამ 2-ს, სუარესი ვერ შეიძინეს ზაფხულში ევროკავშირელების ლიმიტის შევსების გამო და ეხლა ამის გულისთვის ვის გაყიდიან???
ზამთარში მითუმეტეს ვის გაყიდიან :
კვადრადოს, ბეტანკურს, დანილოს, სანდროს, დიბალას???
პაპუ გომესი ნამდვილად გაასწორებს კარგი შევსება იქნება წინა ხაზში თან იაფად დავითრევთ უეჭველი