ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვემ შესაძლოა არა ერთი, არამედ ორი ფორვარდი დაიმატოს

22 წლის ჯანლუკა სკამაკა რომელიც დღეისათვის ჯენოას ღირსებას იცავს, ძალზედ ახლოს არის ტურინულ გრანდში გადასვლასთან.

იუვენტუსი მეოთხე ფორვარდის ძიებაშია, მითუმეტეს პაულო დიბალას 20 დღიანმა ტრავმამ გუნდს ბაზარზე გასვლის აუცილებლად კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაანახა.

არსებული ფინანსური სირთულეების გამო, რომელიც პანდემიის გამო არის შექმნილი, ბუნებრივია კლუბები ბიუჯეტს მაქსიმალურად უფრთხილდებიან.

აქედან გამომდინარე შედგა საუბარი ფაბიო პარატიჩსა და ჯოვანი კარნევალეს შორის. საქმე იმაშია, რომ სკამაკა სასუოლოს საკუთრებაა და გენუელებთან არენდით ირჯება.

კარნევალი თავის მხრივ არაა წინააღმდეგი ფორვარდი დათმოს, მაგრამ კონტრაქტის მიხედვით არაა გამორიცხული საქმე 22 მილიონამდე ავიდეს სხვადასხვა პუნქტების ამოქმედებით.

ალტერნატივა? იუვე და სასუოლო ყოველთვის საუბრობდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე.. ამჯერად ასეთი რუმინელი მცველი დრაგუსინია. ტანმაღალი მოთამაშე, რომელიც ანდრეა პირლოს ეპოქაში გამოჩნდა სხვა პრიმავერას მოთამაშეებთან ერთად.

ტურინს მისი საბოლოოდ დაკარგვა ნამდვილად არ უნდა და ამიტომაც განიხილავს განსხვავებულ ფორმულებს.

თავად აპენინური მედია ოპტიმისტურად უყურებს მოლაპარაკებებს და წესით, ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს.

პარალელურად არ წყდება საუბარი არკადიუშ მილიკზეც.. პოლონელს უკვე არაერთი სატრანსფერო ფანჯარაა რაც ტურინში ამაოდ ელიან.. წესით ეს საგა ზაფხულში მაინც უნდა დასრულდეს, როდესაც მილიკი თავისუფალი აგენტი გახდება და წესით იუვეში გადაბარგდება..

თუმცა, ბიანკონერი არ კარგავს იმედს, რომ ახლავე შეძლებს მის დამატებას.. ნაპოლის ბოლო შანსი აქვს რაიმე თანხა მაინც გამოიმუშავოს და ვნახოთ, შექმნილი კრიზისული სიტუაცია იმოქმედებს თუ არა აურელიო დე ლაურენტისზე.

7 thoughts on “იუვემ შესაძლოა არა ერთი, არამედ ორი ფორვარდი დაიმატოს

  1. ინტერი უნდა მოი**ნას აუცილებლად, მაგაზე 2 აზრი არ არსებობს.

    ლიშბი კიეზა და მეკენი ივნენ თამაშში.

    დანარჩნებთან სხვა იგროკებითაც გავქაჩავთ, ღრმა სკამი გვაქვს ნამდვილად.

    1. კიეზას და მაკენის ტრავმები საბედნიეროდ არ გამოდგა სერიოზული,დიდი ალბათობით ინტერთან მზად იქნებიან..

  2. ეს დაბო რომ ვიყიდეთ ნანტიდან, იქნებ დაწეროთ რამე ვინაა, რას წარმოადგენს, რაში გვირდება?

    ერთი ეგ ვიცი რომ 21 წლისაა და ვინგერი, დალშე ………..

    1. დაბო,19 წლის,შემტევი ნახევარმცველი,იჯარა გამოსყიდვის ვალდებულებით,აქვე იუვე23 წლამდელთა გუნდში პრაქტიკის მისაღებად..

  3. ბაზარი არაა.მილიკი იუვეში საერთოდ გაქრება.არაფერი განსაკუთრებული არაა ამხელა თანხად რო ღირდეს.დეპაის მიაწვნენ მაქსიმალურად ან ატალანტას ზაპატას.მაგარი ბიჭია

  4. სკამაკას ტრანსფერი მირცევნია აშკარად მილიკისას.

    ბოლოს როდის ითამაშა და გაიტანა გოლი მილიკმა ნაღდად აღაღ მახსოვს, ტრმვიანია ძალიან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.