პრობლემები ორ შესაძლო ტრანსფერზე
სატრანსფერო ბაზარზე სიტუაცია არცთუ ისე ოპტიმისტურად გამოიყურება.
იუვენტუსს ქონდა იმედი რომ მეოთხე ფორვარდს დაიმატებდა, მაგრამ ჯანლუკა სკამაკასთან დაკავშირებითაც კი პრობლემებია.
სასუოლოს მინიმუმ 22 მილიონის მიღება სურს და არცერთი ევროთი ნაკლები. საუბარი არენდაზე მათი მხრიდან გამორიცხულია.. ერთადერთ ვარიანტად პირდაპირ ტრანსფერს ასახელებენ.
პაპუ გომესთან მიმართებაშიც გართულდა სიტუაცია. ატალანტა მის გასხვისებას კი აპირებს, მაგრამ არა იტალიურ ტოპ კლუბში. მათ არ სურთ კონკურენტების გაძლიერება მოცემულ მომენტში..
აქედან გამომდინარე არგენტინელის ტურინულ პრესპექტივას დიდი კითხვის ნიშნები ადევს.
გომესის დამატება იუვენტუსის გარდა მილანს და ინტერსაც სურდა.. შესაბამისად ბერგამოელთა გადაწყვეტილებით ისინი ფაქტიურად ჩამოშორდნენ ამ ვარიანტს. ჰორიზონტზე ფიორენტინა რჩება, მაგრამ აქ თავად გომეს არ სურს გადასვლა.
რა 22 მილიონი ტო ხო არ უბერავენ.გომესი თუ არ მოგვყიდეს სკუდეტოს მოიგებენ რა ბებიამაგათისამ :D
მოუნდათ მთვარეზე გაფრენა ჯიგრებს,22 მლნ ევრო,რთული პანდემიის პირობებში,არარსებულია..