ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები (იუვენტუსი – ჯენოა)

იუვენტუსმა ჯენოას დამარცხება კი მოახერხა, მაგრამ ამის გაკეთება საკმაოდ გაუჭირდა.

ტურინელებმა მეტოქის დამარცხება დამატებით დროში მოახერხეს და შედეგად იტალიის თასსზე მომდევნო ეტაპზე საგზური მოიპოვეს.

ახლა კი გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს:

ბუფონი – 5 – ბრუნდება კარში, სადაც მეტოქე ორი გოლით აჯილდოვებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბუფონს ორივე მათგანზე შეეძლო უკეთ გარჯა.

დემირალი – 6.5 – თურქმა კარგი მატჩი ჩაატარა და საიმედოდ იდგა უკანა ხაზში. მის ზონაში მეტოქეს პრაქტიკულად არაფერი გამოსდიოდა.

დანილო – 65 – წუთიდან – 5.5 – მნიშნელოვან ეტაპზე ჩაერთო და ვერ ვიტყოდით, რომ ეს საიმედოდ გააკეთა.

დრაგუსინი – 6 – დებიუტი სასტარტო შემადგენლობაში. კარგად ჩანს რის გამოც ცდილობს იუვენტუსი მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას და გუნდში დატოვებას.

კიელინი – 6 – ბრუნდება მინდორზე რათა ისევ იგრძნობს მატჩის ატმოსფერო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.. სარეაბილიტაციო კურსში ასეთი რამ გაწერილია. კაპიტანი არ არის იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში, თუმცა გამოცდილება თავისას შვება.

ბონუჩი – 6 – 65 წუთიდან – ცვლის კაპიტანს და იკავებს დაცვის ხაზში საკუთარ პოზიციას. ნორმალურად გამოიყურება მატჩის დარჩენილ დროში.

უესლი – 4.5 – თამამად უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდებიდან ვინც ამ საღამოს მოედანზე იყო ყველაზე სუსტად წარმოჩინდა. ხშირად კარგავდა ბურთს და პოზიციასაც.. ერთ-ერთ ასეთ მომენტში მეტოქე თამაშის გადარჩენას იწყებს.

რონალდუ – 87 წუთიდან – 6.5 – პორტუგალიელის მოედანზე გამოსვლამ მეტოქეს შიშიც გაუჩინდა, ხოლო თანაგუნდელებს მეტი თავდაჯერებულობა შემატა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო.

ბერნარდესკი – 6 – მარცხენა მცველის პოზიციაზე ირჯებოდა. ეს მორიგი ახალი როლია მისთვის.. ცოტახანში ცენტრალური მცველის ამპლუაშიც ვიხილავთ.. ყოველ შემთხვევაში ეს ზონა ჯერ არ გამოუცდია და ყველაფერი წინ გვაქვს.

არტური – 5.5 – იუვენტუსი კვლავინდებურად ელის ბრაზილიელს.. ბურთით ნაკლები თამაში, უბურთოთ დაუღალავი გადაადგილება.. თუმცა, მისი უშუალო საქმე ტემპის შექმნა და ვერტიკალური ფეხბურთის წარმართვაა. მეორე ტაიმის ბოლოს ოდნავ აუმჯობესებს მდგომარეობას.

ბენტანკური – 5 – ანალოგიურად ცუდია თამაშის შექმნის თვალსაზრისით. საერთოდაც ურუგვაელს სკამზე დარჩენა არ აწყენდა, რადგან აბსოლუტურად ამოვარდნილია სათამაშო ფორმიდან.

რაბიო – 46 წუთიდან – 5.5 – სამწუხაროდ არც ფრანგს უდგას კარგი პერიოდი. კონცენტრირების დაკარგვა და შეცდომები ელემენტარულ სიტუაციაში. ოდნავ უკეთესია ვიდრე ბენტანკური.

პორტანოვა – 5.5 – ახალგაზრდა ფეხბურთელი ერთი ფეხით უკვე ჯენოაშია. ეს შეიძლებოდა მისი საღამო გამხდარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ბევრი მიკრო შეცდომა.. გოლიც გააუქმეს.. ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.

რაფია – 6.5 – 77 წუთიდან – საჭირო დროს ჩნდება მინდორზე და ძალიან მძიმე მატჩში გამარჯვება მოაქვს იუვენტუსისთვის.

კულუსევსკი – 6.5 – ნამდვილად გამოფხიზლდა და გუნდისთვის მეტად სასარგებლო გახდა. თუმცა, ერთ ეპიზოდში მეორე ბურთი რომ შეეგდო თამაშსაც დაასრულებდა. იდეალური პოზიციიდან ვერ დუბლის გაფორმება. სხვა მხრივ არაერთ კომბინაციაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს.

მორატა – 7 – მშრალი პერიოდის შემდეგ ბრუნდება, იტანს გოლს და დამატებით დროში პარტნიორს საგოლე გადაცემას უკეთებს. ინტერთან თამაშის წინ კარგი შეტყობინება იყო.

პირლო – 5.5 – იწყებს ახალგაზრდებით, მაგრამ თამაშის სცენარი არ აძლევს საშუალებას წამყვანი ფეხბურთელები სკამზე ბოლომდე დატოვოს. კრიშტიანო რონალდუსაც კი იშვეილებს გამარჯვებისთვის.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x