ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანიკედა ბერნარდესკიზე, კულუსევსკიზე და ბუფონზე

იყო პერიოდი, როდესაც ჯულიანო ჯანიკედა იუვენტუსშიც ირჯებოდა.. თუმცა, ფეხბურთელი ყველას უფრო მეტად ლაციოში ნაჩვენები თამაშით დაამახსოვრებდა.

Rai Sport -ის ჟურნალისტმა ჯანიკედასთან პატარა ინტერვიუ ჩაწერა, რომლის პერიოდშიც ტურინში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

ფედერიკო ბერნარდესკი ძალიან კარგი ფეხბურთელია.. იუვენტუსში სხვაგვარად წარმოუდგენელია.. თუ შენ არ აკმაყოფილებ შესაბამის კრიტერიუმებს, მაშინ აქ არავინ გაგაჩერებს.

ნათელია რომ ფეხბურთელი ყველა პოზიციაზე სადაც არ უნდა ირჯებოდეს, ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება და გუნდისთვის დიდ მსხვერპლს იღებს.

თუმცა, კარგი იქნებოდა მის პოზიციაზე იუვენტუსი საბოლოოდ ჩამოყალიბდეს.. ეს კარგი იქნება როგორც თავად გუნდისთვის, ასევე ფეხბურთელისთვისაც რომელსაც სტაბილურობა შეუნარჩუნდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ფედე ნაკრების უცვლელი წევრია და წინ ევროპის ჩემპიონატი გველის. 

დეიან კულუსევსკი მეტოქის კართან ახლოს უნდა ირჯებოდეს. შვედმა გვაჩვენა დიდი ტექნიკური არსენალი და ცივსისხლიანობა. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ მეტოქის საჯარიმოში უფრო მეტ დროს დაყოფს.

ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა შეცდომა დაუშვა, მაგრამ გოლის მომენტში დამნაშავე მთელი გუნდია. რაც არ უნდა იყოს საუბარი უდიდეს მოთამაშეზეა, რომელიც ყველასათვის მისაბაძია.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ერთი მხრივ კი იძახის მართალს ბერნარდესკიზე სათამაშო პოზიციასთან დაკავშირებით მაგრამ იყო დრო თავის პოზიციაზე ათამაშებდენ და ვერაფერი ქნა.რამოდენიმე თვის წინ მოსულმა კიეზამ არა ერთ მატჩში დაგვამახსოვრა თავი ბერნამ კიდე მხოლოდ ატლეტიკოსთან არ მაქ ლაპარაკი მხოლოდ გატანილ გოლებზე.არადა ბანძი ნაღდად არ არის გეგონება თამაში არ უნდაო ტიპი ისე იქცევა მოედანზე.

batumski
batumski
3 years ago

კომპლიმენტები ჯანიკედას..ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა,იდენტური დამოკიდებულება გამაჩნია ბერნასთან მიმართებაში..

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x